ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 17.03.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №პროგრამული კოდი
სარეგისტრაციო კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა |
| წლიური | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I კვ. | II კვ. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.03.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2014 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი თანდართული №1 დანართისა და ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №2 დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 მარტის №18 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 8-12 აპრილი, 2010 წელი; №38; გვ.15-16, სარეგისტრაციო კოდი 190.020.030.35.133.002.117).
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის), პროგრამისათვისა და ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე) ბრძანების შესაბამისად.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ეკონომიკური სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.
მუხლი 3🔗.
ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს წარუდგენს მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. წარდგენილ მოთხოვნაში მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასეგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციას ან მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით), საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას.
8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის „__“ _________
(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამისა და პროგრამულ კოდი)
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
20 წლის „_____“ ___________________
__________________________________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული კოდი
საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(ზრდა, კლება)
წლიური
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I კვ.
II კვ.
III კვ.
IV კვ
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2. სარეზერვო ფონდი
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
4. დანარჩენი ცვლილება.
საფინანსო სამსახურის უფროსი:
საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: