⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.09.2015)
გაუქმებულია:

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2014
ძალის დაკარგვა 24.09.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 717 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2014 მიღება
24.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონის დასახელება 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C
I ქვეზონა 0,90
II ქვეზონა 0,80
შუალედური ზონა 1,00
ზონის/ქვეზონის დასახელება საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  დადგენილება №221 2014 წლის 28 თებერვალი ქ. რუსთავი სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი 1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება (დანართი 2). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა (დანართი 3). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა (დანართი 4). მუხლი 6🔗  ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (8,40 ლარი) ოდენობით. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის  № 206 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე დანართი 1 თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით ზონის დასახელება 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C მაკრომდებარეობის ინდექსი Img ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი Cn ცენტრალური ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 1,50 50 12,60 II ქვეზონა 0,24 0,7 1,45 50 12,18 შუალედური ზონა 0,24 0,7 1,00 50 8,40 პერიფერიული ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 0,95 50 7,98 II ქვეზონა 0,24 0,7 0,90 50 7,56 დანართი 2 თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება  ცენტრალური ზონა I ქვეზონა – „თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია; თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი); ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები; ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები; ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს შორის და მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზარის“ ტერიტორია სრულად, თოდრიას ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები; – მე-6 მიკრორაიონი (სრულად) – მე-7 მიკრორაიონი (სრულად) – მე-7​ა მიკრორაიონი (სრულად) – მე-7​ბ მიკრორაიონი (სრულად) – მე-8 მიკრორაიონი (სრულად) – 21-ე მიკრორაიონი (სრულად) – მე-20 მიკრორაიონი (სრულად) – მე-15 მიკრორაიონი (სრულად) – მე-14 მიკრორაიონი (სრულად) – მე-17 მიკრორაიონი (სრულად) – მე-16 მიკრორაიონი (სრულად) – მე-12 მიკრორაიონი (სრულად) – მე-19 მიკრორაიონი (სრულად) – მე-18 მიკრორაიონი (სრულად) – მე-11 მიკრორაიონი (სრულად) – მე-5 მიკრორაიონი (სრულად) – მე-9 მიკრორაიონი (სრულად) – მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად; ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი; II ქვეზონა მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად) ჭყონდიდელის დასახლება (სრულად) – საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები); შუალედური ზონა – კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად) პერიფერიული ზონა I ქვეზონა ტყე - ჭალა (სრულად) – მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად) II ქვეზონა – სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები დანართი 3                               ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა 1. დანართი 4 თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა ზონის/ქვეზონის დასახელება საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი ცენტრალური ზონა I ქვეზონა 1,35 II ქვეზონა 1,25 შუალედური ზონა 1,00 პერიფერიული ზონა I ქვეზონა 0,90 II ქვეზონა 0,80