„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №12

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებით (სსმ III 24.06.2009, №77, მუხ. 838) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამეთაურო რგოლთან პიროვნებათშორისი ურთიერთობების, მართვის, სუიციდის რისკისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად  ტრენინგების ორგანიზება/ ჩატარებას;‘‘;

გ) ,,ნ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ,,ო‘‘ და ,,პ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) შეიარაღებულ ძალებში ინსტრუქტორთა შერჩევასა და მათ ტრენირებაში   მონაწილეობას;

პ) სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებასა და იმპლემენტაციის ზედამხედველობას;‘‘.

2. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,რ‘‘,  ,,ს‘‘, ,,ტ‘‘ და ,,უ‘‘ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,რ) სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევისა და რაციონალური გადანაწილების მიზნით, ფსიქოლოგიური ტესტირებისა და ინტერვიუირების საფუძველზე, ფსიქოლოგიური დახასიათებების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ს) შესაბამის სასწავლო-კვლევით  ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, ახალი საკვლევი ინსტრუმენტების შემუშავების და ფსიქოლოგიაში თანამედროვე მიღწევების გაზიარების მიზნით;

ტ) შეიარაღებულ ძალებში ღირებულებათა სისტემის კვლევის ჩატარებას, ანალიზს და რეკომენდაციების მომზადებას;

უ) სამხედრო მოსამსახურეთა/სამოქალაქო პერსონალის სამსახურებრივი მოტივაციის შესწავლა/შეფასებას და მოტივაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას.‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016234.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 06.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016234 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2269331/