„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №11 |
|
2014 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013 სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016213) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ო1“, „ო2“ და „ო3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ო1) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან სამედიცინო მომართვის საფუძველზე, პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, მონიტორინგი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციის მომზადება; ო2) სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნი და სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების მომზადება, ასევე სამშვიდობო მისიაში დაშავებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური დახმარება რეაბილიტაციის პროცესში; ო3) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება;“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ე) რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო; ვ) ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და შეფასების სამმართველო.“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლს დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „51. რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო: ა) ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში დაშავებულების სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გამოყენება; გ) ჩატარებული სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგის განხორციელება. 52. ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და შეფასების სამმართველო: ა) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან სამედიცინო მომართვის საფუძველზე, პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, მონიტორინგი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციის მომზადება; ბ) სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნი პირადი შემადგენლობის დამატებითი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; გ) სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების მომზადება; დ) შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლთან ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ბრიფინგების მოწყობა; ე) სამშვიდობო მისიაში დაშავებული პირადი შემადგენლობის ფსიქოლგიური დახმარება რეაბილიტაციის პროცესში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016233.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 06.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016233 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2269349/