ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.128.016151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის 5 მარტი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ  იქნეს ცვლილება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ’’(საქართველოს   საკანონმდებლო მაცნე №14, 2010 წლის 19 აგვისტო  მუხლი 348).

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ;
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახური“.

,,მ)საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლს დაემატოს  მე-11 და მე-12 პუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:   ,,.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე - ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება. რეკომენდაციების წარდგენა გამგეობის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

12. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი      ფუნქციებია:  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის  ადმინისტრირება,  მოქალაქეთა საინფორმაციო       მომსახურება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების  ხელმძღვანელების  საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობის  უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში ოფიციალურ ღონისძიებათა  დაგეგმვა და ორგანიზება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი