განჩინება შპს „ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/52
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

     საქმე №2/52

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2014 წელი 28 თებერვალი

ქ. ქუთაისი

           ქუთაისის საქალაქო სასამართლო

     მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავი’’;

დირექტორი: მიხეილ ხოროიშვილი;

მოთხოვნა მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით     განიხილა შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის’გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

   გ   

     4წლის17 იანვარს შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა მიხიელ ხოროიშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კრედიტორული დავალინება შეადგენს 10 168,38 ლარს, საწარმოს ქონება არ გააჩნია, აქტივები შეადგენს 9,65 ლარს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას. განმცხადებელმა მოითხოვა საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

      2014წლის22 იანვრის განჩინებით შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავს’’  უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან   მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის’  მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 24 იანვრს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

    ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

      გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავი ’’   უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის ’’   რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 

 დ  

1. შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავი ’’ (ს/ნ 248387838) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის ’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

           მოსამართლე                                          გენადი მაკარიძე