„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4235
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.002.546
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 635) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახურები

1. ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.

2. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4235–რს