⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2015)
გაუქმებულია:

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2014
ძალის დაკარგვა 02.03.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 502 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2014 მიღება
02.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა)
2 შუალედური ზონა (ქ ალაქგარდაბნის დანარჩენი ქუჩები)
3 პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)
4 ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
5 კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ხანახმედ გარიბოვი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2014 წლის 7 მარტი ქ. გარდაბანი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის №11 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ხანახმედ გარიბოვი დანართი ქონების გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი დაგაკულტურებული) 17 2 საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი დაგაკულტურებული) 16 3 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვისშესაბამისი ლიცენზიის  გაცემის საფუძველზეგამოყოფილი მიწ ებ ი 3 4 ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) 45 5 კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები 72 მუხლი 5🔗 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კო ეფიციენტ ებია: ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დ ავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.4; ბ) შუალედური ზონ ისთვის (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.3 ; ბ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 1.2 . 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს : № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა) 0,24 1, 4 0,336 2 შუალედური ზონა (ქ ალაქგარდაბნის დანარჩენი ქუჩები) 0.24 1.3 0.312 3 პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) 0,24 1,2 0,288 მუხლი 6🔗 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობების ზღვრული ოდენობა: ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15000 კვ.მ.-ით. ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.“