გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.03.2014
ძალის დაკარგვა 16.04.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმი, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისების სააგენტოების , პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები |
| 5 | სკოლები ინსტიტუტები,კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები) |
| 6 | სასტუმროები |
| 7 | საავადმყოფოები |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 9 | სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 12 | აგრარული ბაზრები |
| 13 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 14 | ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე |
| 15 | ბენზინგასამართი სადგურები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 7 მარტი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველის პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 121 მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მოსაკრებელი გარდაბნის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის:
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1 - ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №2–ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ხანახმედ გარიბოვი
დანართი 1
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი(№4):12 თვე x ლარი-(1მ3 ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი
1
2
3
4
5
1
მუზეუმი, ბიბლიოთეკები
საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,03
2
ოფისების სააგენტოების , პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,05
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთ სავარძელზე
0,331
0,22
4
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები
მომსახურების ერთეულ ადგილი
0,128
0,09
5
სკოლები ინსტიტუტები,კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0,198
0,13
6
სასტუმროები
მომსახურეობის ერთეული (ერთი საწოლი)
1,72
1,15
7
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
1,157
0,77
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
საერთო ფართის 1 მ2
0.9
0.60
9
სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
ღია ფართს 1მ2
0,02
0,01
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,05
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სავაჭრო ფართის 12
0,76
0,51
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 მ2
0.76
0.51
12
აგრარული ბაზრები
საერთო ფართის 1 მ2
0,3
0,2
13
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის1 მ2
0,21
0,14
14
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
ღია ფართის 1მ2
0,02
0,01
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,05
15
ბენზინგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0.105
0.07
16
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
ღია საერთო ფართის1მ2
0,04
0,03
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.225
0.15
17
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1მ2
0.04
0.03
დახურული საერთო ფართის 1მ2
0,14
0,09
18
აბანოები და საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0,18
0,12
19
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის მ2
0,35
0,23
20
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0,25
0,17
21
რესტორნები პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
2,4
1,6
22
სარიტუალო დარბაზები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,08
0,53
23
საცხობები
სამუშაო ფართის 1 მ2
0,26
0,17
24
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართის 1მ2
0,36
0,24
25
ვაგზლების, რკინიგზის, საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1 მ2
0,008
0,005
დახურული ფართის 1 მ3
0,08
0,05
26
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები ბაღები ატრაქციონები
საერთო ფართის 1 მ2
0,008
0,005
27
სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები
ერთი ადგილი
0,6
0,4
28
საწარმო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართის 1 მ2
0,008
0,005
29
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა -ნაგებობების (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,03
მ=გXრ
მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ- ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)
დანართი 2
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია დანართ 1 -ში მითითებული ობიექტები.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონგარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300113189
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით
გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება გარდაბნის მუნიიპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე–2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.