⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2014
ძალის დაკარგვა 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017833
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 215 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2014 მიღება
20.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №213 2014 წლის 10 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინ­ს­ტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი (შემდგომ­ში ‑ ინ­სტიტუტი). 2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მინისტრი. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ: ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამ­ხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო გან­რი­გითა და სახელფასო ფონდით. 6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სი­ს­ტემაში შემავალი რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუ­ტის უფლებამონაცვლედ. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი