საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2014
ძალის დაკარგვა 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №214
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017834
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №214
2014 წლის 10 მარტი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი (შემდგომში ‑ ინსტიტუტი).
2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქმედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.
6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი