⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2014
ძალის დაკარგვა 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017835
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2014 მიღება
20.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №215 2014 წლის 10 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკის“ დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალ - ინსტიტუტ „ოპტიკას“ ბაზაზე დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინსტიტუტი „ოპტიკა“  (შე­­მ­­დგომში ‑ ინსტიტუტი). 2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რა­დი განვითარების მინისტრი. 3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრი. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ: ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონ­მ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამ­ხე­დრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა ინსტიტუტმა „ოპტიკამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედე­ბამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონ­დით. 6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სი­ს­ტემაში შემავალ - ინსტიტუტ „ოპტიკის“ უფლებამონაცვლედ. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი