ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 10.03.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძაგნიძე | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2014 წლის 10 მარტი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2006 წლის 11 დეკემბრის №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკობა ძაგნიძე
დანართი №1
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს და ექვემდებარება რა ადგილობრივ ორგანოს, წარმოადგენს ქვეყნის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განმახორციელებელ რგოლს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების და სამსახურის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურს ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სამსახურის სრული დასახელებით, მუნიციპალიტეტის საინდეტიფიკაციო კოდით და შტამპით.
4.სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა №65
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
გ) შედეგებზე ორიენტირებული პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
დ) გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად საჭირო წინადადებების მომზადებას;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და წარდგენის პროცესის კოორდინაციას.
ზ)მონაწილეობის მიღებას ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას, მათ ანალიზსა და შესაბამისი დასკვნის წარდგენას საკრებულოსათვის, საკრებულოს სხომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე.
თ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
ი) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
კ) საფინანსო ზედამხედველობას დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
ლ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას; ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას.
ნ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელებას;
ო)ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას;
პ) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვას;
ჟ) ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ანგარიშის მომზადებას ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით;
რ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;
ს) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
ტ) მიმდინარე და წლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
უ)მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისათვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური უფლება-მოვალეობანი:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ბიუჯეტის შედგენა- შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს ორგანიზაციათა ან სამუშაოთა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს;
გ) ჩაატაროს შემოწმებები საბიუჯეტო ხარჯვის სისწორეზე;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ულებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 5🔗.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ფუნქციები:
ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურში დასაქმებულ მოსამსახურეებს;
გ)გამგებელს წარუდგენს წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ.
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს.მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებებსა და რეკომენდაციებს.
ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
განყოფილების უფროსის ფუნქციები
1. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ვ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗.
საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები
ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოსა და საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ე) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას და გაანალიზებას და საჭირო დასკვნების წარმოდგენას;
ვ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ზ) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
თ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
საბუღალტრო განყოფილების ფუნქციები
ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
გ) კონტროლი ეკონომიკურ მოვლენაზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე;
დ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;
ე) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
ვ)იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა.
ზ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
თ) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა.
მუხლი 9🔗.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე; წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცების უზრუნველყოფას და კორექტირებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისთვის წარდგენას;
დ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადებას;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტის მომზადებას;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას, არქივის წარმოებას;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევას;
თ) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების წესების შესრულების დროულობისა და ხარისხის მონიტორინგს;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებლივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და გარანტიებით.
მუხლი 11🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,
საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) დაიცვან დადგენილი შრომის შინაგანაწესი;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 12🔗.
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 13🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.