📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.03.2014
ძალის დაკარგვა 04.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №31/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016766
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,340 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2014 მიღება
04.11.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №31/ნ 2014 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2014 წლის 13 იანვრის №03/ნ ბრძანება; 2. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 5 დეკემბრის №200/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი) უფროსი: 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ვ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა; ზ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook)კარგად ცოდნა; თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი  ჟურნალისტიკის სპეციალობით, საზოგადოებასთნ ურთიერთობის ან მედიამენეჯმენტის სპეციალიზაციით. 1.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს შრომის კოდექსი“;   გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: 2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2.  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ვ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა; ზ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი  ჟურნალისტიკის სპეციალობით, საზოგადოებასთნ ურთიერთობის ან მედიამენეჯმენტის სპეციალიზაციით. 2.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის უფროსი: 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი; გ) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ვ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ზ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 3.3 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: 4.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: ჟურნალისტიკისა და PR-ის სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების   (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook)    კარგად  ცოდნა; დ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. 4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. 5. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი: 5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 5.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. 6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: 6.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 6.2.  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; გ) მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 6.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. 7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: 7.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 7.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. 7.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.