„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სპეციალური ტრანსფერი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე კონკრეტული კაპიტალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი სახსრები
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი სახსრებია:
ა) მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები;
ბ) სუბსიდია, სუბვენცია;
გ) დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის მიღებული გრანტი;
დ) დონორებისაგან მიღებული მიზნობრივი შემოსულობები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები და მოსაკრებლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსულობები გამოიყენება ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა, რომელიც მათ მიმართავს როგორც დელეგირებული, ისე ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.“.
3. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზები.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 20 სექტემბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობას და მისი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.“.
4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი უზრუნველყოფს ერთ სულ მოსახლეზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაბალი შემოსულობების გამოთანაბრებას ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ანალოგიურ საშუალო მაჩვენებლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4239–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4239. სარეგისტრაციო კოდი — 010.260.050.05.001.002.650.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4239, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.05.001.002.650 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22750/