საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №375
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“(საიდენტიფიკაციო კოდი №203826002 ) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, პირველ შესახვევში, №33‑ში, მე‑3 სართულზე, ლიტ „ა“-ში მდებარე 367,05 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული 1479 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.03.010.005.01.514) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“საკუთრებაში არსებული , ქალაქ თბილისში, ფეიქრების ქუჩა №14-ში (ნაკვეთი 05/010) მდებარე 2134 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1, № 2 და №3 შენობა-ნაგებობების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.11.19.005.019) სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“არ მოითხოვს აღნიშნულ უძრავ ქონებებს შორის არსებული , მათ შორის, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 ივნისს მომზადებული №002650613 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, საბაზრო ღირებულებების სხვაობის ანაზღაურებას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ -მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 06.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №375. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016746.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, №375, 06.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016746 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2275661/