აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №33/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.016768
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2014
matsne.gov.ge 1,208 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
გრანტი
კონკურსში გამარჯვებული პროექტის დაფინანსების ოდენობა, რომელიც შედგება CRDF Global-ისა და ფონდის მიერ გამოყოფილი თანხისგან
მუხლი 2
სამეცნიერო საბჭო
ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება
მუხლი 2
CRDF Global
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე – ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნესპარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (უფლებამონაცვლე - ფონდი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“
მუხლი 2
სსგფ
საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე -  ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა „ბიზნესპარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საქართველოს მოქალაქე (მდედრობითი სქესის), რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და არის გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი
მუხლი 2
აპლიკანტი
კონკურსში მონაწილე პოტენციური „გრანტის მიმღები“
მუხლი 2
საკონკურსო დოკუმენტაცია
ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
მუხლი 2
საერთო საგრანტო დაფინანსება
ფონდის და CRDF Global-ის მიერ პროექტისათვის გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება
მუხლი 2
საგრანტო ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული  გრანტის მიმღების მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა
მუხლი 2
პროექტი
კონკურსის საფუძველზე გრანტით დასაფინანსებელი/დაფინანსებული განაცხადი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33/ნ 2014 წლის 18 მარტი ქ. თბილისი აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი  აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო -ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) ერთობლივი პროგრამის „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტი“ ფარგლებში საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქე ნიჭიერ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას. 2. კონკურსი მოწოდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქე დოქტორანტ ქალბატონებს წარმატებით დაასრულონ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა. 3. გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სწავლების ხარჯების დასაფარავად,  აპლიკანტის სტიპენდიისათვის,  კონფერენციებში მონაწილეობისათვის, კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სათანადო მასალების შესაძენად. 4. გრანტის მიმღებთა დაფინანსება მოხდება ფონდისა და CRDF –Global-ისათვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი სახსრებიდან. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გრანტიკონკურსში გამარჯვებული პროექტის დაფინანსების ოდენობა, რომელიც შედგება CRDF Global-ისა და ფონდის მიერ გამოყოფილი თანხისგან; ბ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;  გ) CRDF Global – აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე – ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნესპარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (უფლებამონაცვლე - ფონდი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“; დ) სსგფ – საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე -  ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა „ბიზნესპარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”; ე) გრანტის მიმღები – საქართველოს მოქალაქე (მდედრობითი სქესის), რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და არის გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი; ვ) აპლიკანტი – კონკურსში მონაწილე პოტენციური „გრანტის მიმღები“; ზ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; თ) საერთო საგრანტო დაფინანსება – ფონდის და CRDF Global-ის მიერ პროექტისათვის გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება; ი) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული  გრანტის მიმღების მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; კ) პროექტი  – კონკურსის საფუძველზე გრანტით დასაფინანსებელი/დაფინანსებული განაცხადი. მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი, CRDF Global-ი და სსგფ. 2. პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი და CRDF Global-ი. 3. ფონდი: ა) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) CRDF Global-თან და სსგფ-თან პარალელურად ამოწმებს პროექტების შესაბამისობას კონკურსის პირობებთან; დ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან და სსგფ-სთან ერთად ფონდის სამეცნიერო საბჭოსა და CRDF Global-ის მიერ დამტკიცებული არაუმეტეს 10 პროექტის დაფინანსებას; ე) უზრუნველყოფს CRDF Global-ის და სსგფ-ის  მიერ მოწოდებული გამარჯვებული  პროექტების დამტკიცებას  ფონდის სამეცნიერო საბჭოს  მიერ და მათ  დაფინანსებას. მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს წარადგენს აპლიკანტი. წინამდებარე კონკურსში აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. 2. მკვლევარები, რომლებიც კონკურსის გამოცხადების დროისათვის ჩართულნი არიან აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – იდეიდან ბაზრისკენ“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით, ასევე არიან 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და 2013 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულები, ვერ მიიღებენ მონაწილეობას წინამდებარე კონკურსში. 3. აპლიკანტი არ უნდა იყოს ჩართული თავდაცვით და სამხედრო თემატიკაზე ორიენტირებულ კვლევებში და მისი სამეცნიერო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო გარემოში. 4. აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი კვლევის თემატიკა უნდა ითვალისწინებდეს STEM-ის სფეროს: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, აგრეთვე, მათ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საინჟინრო და ტექნოლოგიურ კვლევებს. მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები  1.  კონკურსში გამოვლინდება არაუმეტეს 10 გამარჯვებული პროექტისა. 2. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება – 6 000 აშშ დოლარს. გრანტის 70%-ს გასცემს – CRDF Global-ი, 30%-ს – ფონდი. 3. გრანტის არანაკლებ 70%  გამოყენებული უნდა იქნეს გრანტის მიმღების მიერ ჩატარებული კვლევისთვის, რაც მოიცავს სწავლების ხარჯებს და სტიპენდიას. დარჩენილი თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონფერენციებზე დასწრებისათვის და  კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სათანადო მასალების  შესაძენად. 4.ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება განხორციელდება ავანსის სახით. 5.პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს: ა)  გრანტის მიმღების სტიპენდიას; ბ) სწავლის საფასურს; გ)კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სათანადო მასალების  შეძენის ხარჯს; დ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯს. 6. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.  მუხლი 6🔗. კონკურსის ძირითადი ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების  ფონდში, CRDF Global და სსგფ-ში წარდგენა; გ) წარდგენილი პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) CRDF Global/სსგფ-ის მიერ კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტების სამეცნიერო დონის/ღირებულების დადგენა და დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა; ე) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება როგორც ფონდის სამეცნიერო საბჭოს, ასევე CRDF Global-ის მიერ; ვ) ფონდის მიერ გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ  მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.  მუხლი 8🔗. პროექტების შეფასება 1. ფონდის, CRDF Global-ისა და სსგფ-ის მიერ ხდება შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2.  კონკურსზე დაშვებული პროექტების სამეცნიერო ღირებულების შესაფასებლად CRDF Global/სსგფ შეარჩევს დარგის ექსპერტებს და უზრუნველყოფს მათთვის პროექტების წარდგენას. 3. ექსპერტების მიერ შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ა) სამეცნიერო დონე/ღირებულება; ბ) ლაბორატორიული შესაძლებლობები; გ) ხარჯები და დროის განრიგი. 4. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, CRDF Global და სსგფ შეარჩევს დასაფინანსებელ პროექტებს. 5. პროექტების შეფასებაში მონაწილე ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.  მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის ფორმებს. 3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. პროგრამული მონიტორინგისას ფონდი ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც წარმოადგენს გრანტის მიმღები იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც იგი სწავლობს დოქტორანტურის შესაბამის კურსზე.