აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „კვლევითი გრანტების პროგრამა“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №32/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.016767
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2014
matsne.gov.ge 1,320 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „კვლევითი გრანტების პროგრამა“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №32/ნ 2014 წლის 18 მარტი ქ. თბილისი აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „კვლევითი გრანტების პროგრამა“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“  ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „კვლევითი გრანტების პროგრამა” დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი  აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო -ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“  ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „კვლევითი გრანტების პროგრამა“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF – Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“  ფარგლებში აცხადებენ  ერთობლივ კონკურსს (შემდგომში – კონკურსი) „კვლევითი გრანტების პროგრამა“. 2. კონკურსის მიზანი – ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში – DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში – CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან (იხ. ბმული: www.grdf.ge). 3. კონკურსზე წარდგენილი პროექტი არ უნდა უკავშირდებოდეს თავდაცვისა და სამხედრო თემატიკაზე ორიენტირებულ კვლევას და უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კვლევით გარემოში. 4. პროექტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს მოქალაქე.  მუხლი 2🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი, CRDF Global-ი და სსგფ. 2. პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი და CRDF Global-ი. 3. ფონდი: ა) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან და სსგფ-სთან ერთად გამარჯვებული პროექტის დაფინანსებასა და მისი შესრულების მონიტორინგს. მუხლი 3🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს წარადგენს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საბაზო ორგანიზაციასა და თანამონაწილე ორგანიზაციასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცია შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 3. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ პროექტის შესრულებისთვის სათანადო აღჭურვილობისა და სამუშაო გამოცდილების მქონე დაწესებულებებს. 4.  საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. 5. საბაზო ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს პროექტის მიმდინარეობისა და ფონდიდან მიღებული თანხების ხარჯვის ანგარიშს ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად. 6. პროექტში დაგეგმილი კვლევა სრულდება საბაზო ორგანიზაციაში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის გარკვეული ნაწილი შეიძლება შესრულდეს თანამონაწილე ორგანიზაციაში/ორგანიზაციებში. 7. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და  პასუხისმგებელია როგორც პროექტის შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. 8. ქართული ჯგუფი შედგება ძირითადი და, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე პერსონალისაგან. ძირითადი პერსონალი ახორციელებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს, ხოლო დამხმარე პერსონალი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში. 9. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და ძირითადი პერსონალი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. 10. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ქართული ჯგუფის მონაწილეები (ძირითადი პერსონალი), საბაზო და თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენენ გრანტის მიმღებს. მუხლი 4🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები  1. CRDF – Global-ის და ფონდის მიერ შესაძლებელია არაუმეტეს 2 პროექტის დაფინანსება. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. ერთი პროექტის ამერიკული მხრიდან დაფინანსება შეადგენს მაქსიმუმ 100 000 აშშ დოლარს, ხოლო ფონდის მხრიდან მაქსიმუმ 70 000 ლარს. 2. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს რეგიონალურ ან საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობას, მაგრამ კვლევის უმეტესი ნაწილი უნდა განხორციელდეს საქართველოში და მთლიანი დაფინანსების მინიმუმ 75% უნდა გამოეყოს ქართულ ჯგუფს. 3. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთწლიანი ტრანშების სახით. თითოეული ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს. საგრანტო დაფინანსება გადაირიცხება საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. 4. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ქართული ჯგუფის ძირითად პერსონალს  მათ შორის გა­ფორ­მებული ხელშეკრულების მიხედვით. მუხლი 5🔗. ფონდიდან  მოთხოვნილი დაფინანსება 1. ფონდის მხრიდან პროექტის დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის  შემდეგ მუხლებს: ა)  გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირთა საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების  შესაბამისად; დ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, საქონელი და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინების ხარჯებს; ე) არაფინანასური აქტივები: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს, ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლოატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით,  არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას; ვ) ზედნადები ხარჯები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მიღებული დაფინანსების 10%-ს. 2. საგრანტო დაფინანსებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.  მუხლი 6🔗. კონკურსის ძირითადი ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების  ფონდში, CRDF Global და სსგფ-ში წარდგენა; გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა CRDF Global-ის მიერ; დ) კონკურსის პირველ ეტაპზე მოკლე ფორმის მიხედვით მომზადებული პროექტების განხილვა CRDF Global-ის ექსპერტების მიერ. ე)  კონკურსის მეორე ეტაპზე გასული სრული ფორმის მიხედვით მომზადებული  პროექტების შეფასება CRDF Global-ის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ვ) მეორე ეტაპზე დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების შესახებ ინფორმაციის ფონდისათვის მოწოდება CRDF Global-ის/სსგფ-ს მიერ; ზ) გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად დამტკიცება როგორც ფონდის სამეცნიერო საბჭოს, ასევე აშშ-ის მხარის მიერ; თ) ფონდის მიერ გამარჯვებულებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და CRDF Global-ის მიერ დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. მუხლი 8🔗. საგრანტო ხელშეკრულება და პროექტის მონიტორინგი ფონდის მიერ  1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებ საბაზო ორგანიზაციასთან, გრანტის მიმღებ თანამონაწილე ორგანიზაციასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან და გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან. 2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით და­დასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯე­ტის წინაშე დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და ცნობას ბანკებიდან მის არსებულ ანგარიშებზე საინკასო დავალებების არარსებობის შესახებ. 3. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღები საბაზო ორგანიზაციისა და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ყოვე­ლი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში გა­­ნახორციელოს ცვლილება. 4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 5. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას  ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან. 6. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღებთა მიერ მიწოდებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე. 7. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.