⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.03.2016)
გაუქმებულია:

შპს „EXPRESS-ის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2014
ძალის დაკარგვა 13.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №219
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017839
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2014
matsne.gov.ge 1,298 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2014 მიღება
13.03.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
შესყიდვა
შპს „EXPRESS-ის“  მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია
შპს „EXPRESS-ი“
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი
იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მა­ხა­სიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექ­ტე­ბის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამ­ტკი­ცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდო­მა­რის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის  ინტერესებს ან მის ქონებას
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „EXPRESS-ის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №219 2014 წლის 12 მარტი    ქ. თბილისი შპს „EXPRESS-ის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „EXPRESS-ის“  სახსრებით  საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალუ­რი წესი. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს ამოქმედებიდან 2 (ორი) წელი.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „EXPRESS-ის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავე­ბულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „EXPRESS-ის“  სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტი­ვება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 2. შპს „EXPRESS-ის“  მიერ განსახორციელებელ სხვა და­ნარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. 3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბან­კის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონა­წილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტე­ბის შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხო­ლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. 5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შპს „EXPRESS-ის“  მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „EXPRESS-ი“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მა­ხა­სიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექ­ტე­ბის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამ­ტკი­ცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდო­მა­რის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით; ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა; ზ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის  ინტერესებს ან მის ქონებას; თ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; ი)  წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში. მუხლი 3🔗. შპს „EXPRESS-ის“  უფლება-მოვალეობები 1. შპს „EXPRESS-ი“ უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შპს „EXPRESS-ი“ ვალდებულია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმ­წოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. 2. დაუშვებელია, რომ შპს „EXPRESS-მა“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი; ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ; ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ. 4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. შპს „EXPRESS-ი“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „EXPRESS-ის“  გენერალური დირექტორი. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბი­უ­ჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობი­ექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: ერთ პირთან მოლაპარაკება, კონკურსი, კონსოლიდირებული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი. 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით, თუ: ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღე­მატება 5 000  ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თა­ვი­დან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზ­ნით, აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხ­ვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბ­ის, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზ­ღვ­რული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამე­ტ­რე­ბის მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუ­ტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვე­ვა­ში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული  ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პრო­დუქციის (საქონლის) რეალიზაციას; ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან; ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შეს­ყიდვა; ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;   თ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძი­ების შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდ­ვები ხორ­ციელდება საქართვე­ლოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემ­თხვევაში; ი) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვ­რული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სა­ჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა; კ)  არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გა­და­უდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემ­სყიდ­ველი ორგანიზაციის დირექტორი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, შემსყიდ­ველი ორგანიზაცია  შესყიდვებს ახორციელებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და შესყიდვის საშუალებების შესაბამისად. მუხლი 7🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამი­სი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღი­რე­ბუ­ლებას; დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გა­მოყენების შემთხვევაში); ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას. 2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. 3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელ­შეკრულების ღირებულების 1%-დან 10%-მდე ოდენობით. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაი­თვა­ლისწინოს დამატებითი პირობები. 6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო: ა) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორ­ციელებისას; ბ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გა­დახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას; გ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვისას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადას­ტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორ­მაციას: ა) შესყიდვის ობიექტისა და მიმწოდებლის დასახელებას; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას; გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას. 8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნ­ქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვ­ლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენ­ტით. 9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარეს­დება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხ­ვევე­ბისა. 10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინე­ბული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირ­ველად და­დებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. მუხლი 8🔗. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის დაუშვებლობა 1.  შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში.  შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები: ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;  ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 2. შესყიდვის ობიექტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას. მუხლი 9🔗. ცვლილების შეტანის წესი ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.