გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.03.2014
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 12 მარტი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალური ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანოს მიერ დგინდება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბეს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ხოლო ბიჯი არანაკლებ 5%-ს.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
7. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონით განკარგვის ორგანიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტი მუნიციპალური ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე – www.gurjaani.ge და ვებგვერდზე – www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
3. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. მუნიციპალური ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვყენებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დამთავრების დროს;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი სარგებლობის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციებია ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალსწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ)გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. მუნიციპალური ქონების შემძენს/სარგებლობის უფლების მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი მუნიციპალური ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემ მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 3🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 15 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის ან სხვა არამატერიალური სიკეთის პრივატიზების შემთხვევაში არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს. აღნიშნულ ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციებელი ორგანო.
2. ქონების განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
3. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
4. მონაწილემ, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალური ქონების პრივატიზებისათვის/სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალური ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
5. მონაწილეს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ.
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალური ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობის უფლებით გადაცემულადაუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 (ორი) წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 (ორი) წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 (ორი) წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 (ორი) წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 /ორი/ წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმება ხდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
11. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ გამარჯვებული პირის მიერ თანხის მითითებულ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება.
12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
მუხლი 5🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში - საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 6🔗.
ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისათვის ხელმისაწდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.
3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრის მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საკრედიტო ბარათის საგადასახადო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. ლექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 7🔗.
დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.