„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 17.04.2013
ძალაში შესვლა 15.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/23
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2014
matsne.gov.ge 509 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2013 მიღება
15.02.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით     (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც “მხარეები”, სურთ რა, ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარება და გაძლიერება, სურთ რა, სამგზავრო პროცედურების ხელშეწყობა იმ პირებისთვის, რომლებიც ფლობენ ორი ქვეყნის დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, გათავისუფლდებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით ვიზის მიღების ვალდებულებისგან, ამ მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ან ყოფნისთვის, რომლის ვადაც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის არ აღემატება 360 (სამას სამოცი) დღეს და საქართველოს მოქალაქეებისათვის 90 (ოთხმოცდაათი) დღეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შესვლის პირველი თარიღიდან. მუხლი 2🔗 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ  მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და აკრედიტებულნი არიან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დიპლომატიური ან საკონსულო ფუნქციების განსახორციელებლად, ასევე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც შეადგენენ ამ პირების ოჯახის ნაწილს, ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ  მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და განზრახული აქვთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ვადით დარჩენა, ვალდებულნი არიან მიიღონ ვიზა წინასწარ. ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის მიერ ვიზა გაიცემა უსასყიდლოდ. ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ  მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ  360 (სამას სამოცი) დღის განმავლობაში. მუხლი 4🔗 თითოეული მხარე ინარჩუნებს უფლებას, უარი უთხრას შესვლაზე ან აღკვეთოს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომელთაც მიუღებლად მიიჩნევს. მუხლი 5🔗 დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი თითოეული მხარის მოქალაქეები, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე შედიან ამ შეთანხმების შესაბამისად, მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას  დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოს კანონებსა და წესებს. მუხლი 6🔗 1. მხარეები დიპლომატიური არხებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მოქმედ ნიმუშებს, ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღით ადრე. 2.  მხარის მიერ ახალი დიპლომატიური ან სამსახურებრივი  პასპორტების ნიმუშების გამოშვების ან უკვე არსებულის მოდიფიკაციის შემთხვევაში, დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა ეცნობოს მეორე მხარეს მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ახალი ან მოდიფიცირებული დოკუმენტის ნიმუშს და ინფორმაციას მის ძალაში შესვლის შესახებ. მუხლი 7🔗 მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ძალაში შევა მე-9 მუხლით დადგენილი წესის თანახმად.     მუხლი 9🔗 1. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ, რომლითაც მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება იდება 1 (ერთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 1-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას მისი ამოწურვის თარიღამდე. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე  მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 90-ე (ოთხმოცდამეათე) დღეს. შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 2013 წლის 17 აპრილს, რომელიც შეესაბამება 7 იარს, 5773, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)