„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2014 წლის 12 მარტი ქ. კასპი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
,,41. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 20%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა“.
,,42. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების მიღების შესახებ“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. სამედიცინო (ამბულატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის, ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამოწურული აქვს წლიური ლიმიტი.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელიც ადასტურებს წლიური ლიმიტის ამოწურვას.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, გარდა ამ წესის 11 მუხლით გათვალისწინებული თანადაფინანსებისა“.
|