საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.03.2014
ძალის დაკარგვა 21.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 907 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2014 მიღება
21.10.2019 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №26 2014 წლის 20 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური/რუსული); ე) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ვ) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება ზ)  ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა (სასურველია). 2. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ),,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ),,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი),,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’  საქართველოს კანონი; კ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი; ლ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; მ),,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ნ) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; პ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ჟ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება; რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის №903 ბრძანება; ს) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №378 ბრძანება; ტ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; უ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ფ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. ქ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 (№1013-1) განკარგულება; ღ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  (№1014-1) განკარგულება; ყ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016  განკარგულება ; მუხლი 2🔗 1. შიდა აუდიტის სამსახურის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; ვ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა ( „საკანონმდებლო მაცნე“, „Codex”).  ზ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური/რუსული); 2. შიდა აუდიტის სამსახურის მრჩევლის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ),,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ),,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი),,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’  საქართველოს კანონი; კ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი; ლ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; მ),,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ნ) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; პ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ჟ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება; რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის №903 ბრძანება; ს) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №378 ბრძანება; ტ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; უ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ფ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. ქ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 (№1013-1) განკარგულება; ღ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  (№1014-1) განკარგულება; ყ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016  განკარგულება.