„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 23/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2005 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის  №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის№39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ”.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

გიორგი ვაშაყმაძე – საქართველოს წარმომადგენელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის (ძსმ) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების სახელმწიფოთაშორის კომისიაში, საქართველოს ნავთობკორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე

დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე

კონსტანტინე კემულარია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე”.

3. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის კომისიის თანდართული დებულება”.

4. ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულების” სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის დებულება”.

5. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ენერგეტიკის კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს”.

6. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.”.

7. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქართველოს ენერგოსექტორის ინსტიტუციური დერეგულირების სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ე) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.”.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 19.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.000.10.003.000.185.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №52, 19.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.185 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278/