იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში

მიღების თარიღი 10.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,591 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №40 2014 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“  პირველი მუხლის 8​1 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში (დანართი №1). ბ) იმ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში  (დანართი №2). 2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ელექტროსადგურების მშენებლობასთან ფლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ წინადადებებზე (პროექტებზე), რომლებთან დაკავშირებითაც სამინისტროს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიღებულია გადაწყვეტილება ან სამინისტროს მიერ შესრულებულია რაიმე მოქმედება მათი განხორციელების მიზნით.   3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი №1 იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი ამ წესისა და პირობების მოქმედება ვრცელდება იმ ჰიდროელექტროსადგურებზე (შემდგომში „ელექტროსადგურები“), რომლებიც არ არის შეტანილი „საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და მისი  მიზანია   ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის (შემდგომში ,,სამინისტრო“) წარდგენის და განხილვის   წესის და პირობების დადგენა. მუხლი 2🔗. წინადადებების წარდგენა 1. იმ იურიდიულმა პირმა ან იურიდიულ პირთა კონსორციუმმა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არშეტანილი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლით, მშენებლობით, ფლობით და ოპერირებით (შემდგომში ,,დაინტერესებული პირი“)  სამინისტროში  უნდა წარმოადგინოს განაცხადი წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას  (დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს,  იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს);       გ) მოთხოვნას; დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებული პირის განაცხადს უნდა დაერთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის  წინარე კვლევა (შემდგომში „კვლევა“), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობას და ძირითად პარამეტრებს; ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი: 1:25000) გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას; ე) ჰიდროლოგიურ და მეტროლოგიურ მონაცემებს (საშუალო თვიურ მაჩვენებლებს); ვ) ჰიდრავლიკურ კვლევებს; ზ) ინფორმაციას ელექტროენერგიის წარმოების შესახებ (მოკლე ანგარიში); თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემას; ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპო რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით); კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს); მ) ფინანსურ ანალიზს (ფინანსური მოდელი); 3. ინფორმაცია  წარმოდგენილი უნდა იყოს  ქართულ ენაზე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რასაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 3🔗. წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის  შესაბამისობას  ამ წესისა და პირობების მე-2 მუხლის  მოთხოვნებთან. 2.  იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესების და პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში   მითითებულ ინფორმაციას ან/და   წარმოდგენილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სამინისტრო  დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს  შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარმოდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად. 3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილ წინადადებებს,  სამინისტრო  განიხილავს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ  იქნას ისე, რომ  განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს  3 თვეს. 4.  დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ამ წესისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის)  კონფიდენციალურობა. 5. კონკრეტული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტრო თავის პოზიციას აყალიბებს (აფიქსირებს) ენერგეტიკული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 6. სამინისტრო უფლებამოსილია წარმოდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლა და სათანადო ინფორმაციის მოძიება  მოითხოვს ადგილზე გასვლას (დათვალიერებას), საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს საჯარო მოხელეების ან/და  და შესაბამის  ექსპერტთა   მონაწილეობით. 8. ერთი და იმავე  მდინარეზე და განთავსების ადგილას ორი ან  მეტი ალტერნატიული წინადადების არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ წინადადებას, რომელშიც შემოთავაზებულ იქნება მდინარის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის  ოპტიმალური ათვისების  ყველაზე ეფექტიანი სქემა. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევები თანაბრად ითვალისწინებს კონკრეტული ადგილის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს განუსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმს მათში საუკეთესოს გამოვლენის მიზნით. 9. ამ წესის  მიზნებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებიც. 10. სამინისტრო ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 11. საქართველოს მთავრობის მიერ  წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მოწონების შემთხვევაში საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის  შესაძლებელია დაიდოს ურთიერთგაგების  მემორანდუმი. 12. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში,  ყოველწლიურად, მემორანდუმით შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ელექტროსადგურის   წლიური გამომუშავების 20% ელექტროენერგიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. დანართი №2 იმ  ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქრთველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი  ამ წესისა და პირობების მოქმედება ვრცელდება  ქარის  ელექტროსადგურებზე, (შემდგომში „ელექტროსადგურები“), რომლებიც არ არის შეტანილი “საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და მისი მიზანია ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის (შემდგომში ,,სამინისტრო“) წარდგენის და განხილვის  წესის და პირობების დადგენა. მუხლი 2🔗. წინადადებების წარდგენა 1. იმ იურიდიულმა პირმა ან იურიდიულ პირთა კონსორციუმმა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №125 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არშეტანილი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლით, მშენებლობით, ფლობით და ოპერირებით (შემდგომში ,,დაინტერესებული პირი“),  სამინისტროში  უნდა წარმოადგინოს განაცხადი წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  ა) სამინისტროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის შესახებ ინფორმაციას  (დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს,  იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს);        გ) მოთხოვნას; დ) მოთხოვნას წარდგენილი დოკუმენტების კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განაცხადზე დართული საბუთების ნუსხას. 2. დაინტერესებული პირის განაცხადს უნდა დაერთოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის  წინარე კვლევა (შემდგომში „კვლევა“), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობას და ძირითად პარამეტრებს;  ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას (მასშტაბი: 1:25000) გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემებს, გეოლოგიურ რუკას (ფონდური მასალის საფუძველზე); დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემებს, სეისმურ რუკას;  ე) ქარის დაკვირვების მონაცემებს;  ვ) ენერგეტიკულ მოდელს (სავარაუდო გამომუშავების შესახებ);  ზ) პირველად გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს;  თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემას და ქსელის შესაძლებლობას მიიღოს გამომუშავებული ელექტორენერგია;  ი) ინფორმაციას ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები, დატანილი უნდა იყოს ტოპო რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით);  კ) სავარაუდო ხარჯთაღიცხვას; ლ) ეკონომიკურ ანგარიშს (პროექტის ეკონომიური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს);  მ) ფინანსურ ანალიზს (ფინანსური მოდელი); 3. ინფორმაცია  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა        ინფორმაცია, რასაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 3🔗. წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამინისტრო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის  შესაბამისობას ამ წესისა და პირობების მე-2 მუხლის  მოთხოვნებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესების და პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ან/და   წარმოდგენილია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს  შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარმოდგენილ განაცხადს დატოვებს განუხილველად.    3. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილ წინადადებებს,  სამინისტრო  განიხილავს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ  იქნას ისე, რომ  განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს  3 თვეს. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ამ წესისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის)  კონფიდენციალურობა. 5. კონკრეტული ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტრო თავის პოზიციას აყალიბებს (აფიქსირებს) ენერგეტიკული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 6. სამინისტრო უფლებამოსილია წარმოდგენილი წინადადების ცალკეული პარამეტრის შეფასების (ანალიზის) მიზნით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლა და სათანადო ინფორმაციის მოძიება  მოითხოვს ადგილზე გასვლას (დათვალიერებას), საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს საჯარო მოხელეების ან/და შესაბამის  ექსპერტთა   მონაწილეობით. 8. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე ადგილზე განსათავსებელი ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის ფლობის და ოპერირების შესახებ დაინტერესებულია ორი ან ორზე მეტი პირი და შესაბამისად შემოსულია განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის და პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით   განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განიხილავს წარმოდგენილ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის  წინარე კვლვებს და უპირატესობას მიანიჭებს იმ დაინტერესებული პირის განაცხადს, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ადგილზე  ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის  წინარე კვლვები თანაბრად ითვალისწინებს კონკრეტული ადგილის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს განუსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმს მათში საუკეთესოს გამოვლენის მიზნით. 9. ამ წესის  მიზნებისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებიც. 10. სამინისტრო, ამ მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 11. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მოწონების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ურთიერთგაგების  მემორანდუმი. 12. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში,  ყოველწლიურად, მემორანდუმით შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ელექტროსადგურის   წლიური გამომუშავების 20% ელექტროენერგიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.