განჩნება შპს „მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანება“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

    საქმე №2/101

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2014 წლის 10 მარტი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი : შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანება’’;

წარმომადგენელი : შპს ,,რეაბილიტაცია’’ – გიორგი ზღუდაძე;

მოთხოვნა : შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანების’’ გაკოტრებულად გამოცხადება.

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანების’’ (წარმომადენელი გიორგი ზღუდაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი, და

 

  გ ა:

    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვარს განცხადებით მომართა შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანების’’ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ და მოითხოვა ორგანიზაციის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება იმ საფუძვლით, რომ  შპს არ ფუნქციონირებს, მის ბალანსზე  საკუთრებაში არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება. ორაგანიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (ს/ნ 235892290) კერდიტორული დავალიანება არ გააჩნია, ვინაიდან ორგანიზაციას ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 4620.13 (ოთხი ათას ექვსას ოცი და 13) ლარის ოდენობით. ჰყავს მხოლოდ ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი ადილარ ჩართოლანი, რომლის მიმართ დავალიანებაა 6528 ლარი. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია გადახდისუუნაროა, რადგან მას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.           

   2014 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ და სამშობიარო სახლის  გაერთიანებას’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანების’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 3 თებერვალს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

   გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანება’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანების’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, დ :

1.  შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანება’’ (ს/ნ 235892290) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის  გაერთიანების’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                      გენადი მაკარიძე