საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 11.03.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2014 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის
შესახებ
მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის'' დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრისათვის“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) წარმოადგინოს წინადადებები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია