საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017847
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 227
2014 წლის 13 მარტი
ქ.თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 29 სექტემბრის №157 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სამართალმემკვიდრედ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართალმემკვიდრედ.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 2🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი