სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №84
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის შესაბამისად, შპს „აზსაქმშენ ალიანსი (AZGEOBUILDING ALIANS)“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ივანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 70 000 (სამოცდაათი ათასი)მ3 დიაბაზ-პორფირიტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
2. შპს „აზსაქმშენ ალიანს მა (AZGEOBUILDING ALIANS)“ უზრუნველყოს:
ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური