⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2019)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.03.2014
ძალის დაკარგვა 15.11.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/15
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,162 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2014 მიღება
15.11.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/15 2014 წლის 14 მარტი ქ. თბილისი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ” აფხაზეთის  კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N3 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ვბრძანებ:             მუხლი 1🔗             დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.               მინისტრი                                      ვასილ ხორავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულება  თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეულების ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2🔗. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი სტრუქტურული ერთეულები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ აფხაზეთის  კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილება 1. სტრუქტურული  ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მინისტრთან და/ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ერთეულებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში; დ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე; ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროების  სხვა უწყებებისა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ზ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად; თ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში; ი) განახორციელოს მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირება; კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 2. სტრუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი. 4. მინისტრი სტრუქტურული  ერთეულების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. თავი II  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სტრუქტურული ერთეულების უფროსი 1. სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს უფროსი (მინისტრის აპარატის უფროსი,  დეპარტამენტის უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი). 2. სტრუქტურული ერთეულების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და იღებს გადაწყვეტილებას; ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს  და სხვა დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც; ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას; ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 5🔗. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე 1. სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (აპარატის, დეპარტამენტის, სამმართველოს, სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სტრუქტურული ერთეულის მომზადებულ დოკუმენტებს; ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 6🔗. სამსახურის (განყოფილების) უფროსი 1.  სამსახურის (განყოფილების) უფროსი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს _ სამსახურს (განყოფილებას). 2. სამსახურის (განყოფილების) უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის (განყოფილების) უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. სამსახურის (განყოფილების)  უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს  სამსახურის (განყოფილების)  საქმიანობას; ბ) ანაწილებს  სამსახურში (განყოფილებაში) შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეებს შორის; გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ  განყოფილებაში თანამშრომლებს შორის; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამსახურში (განყოფილებაში)  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) სტრუქტურული ერთეულის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის (განყოფილების)  მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ)  ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში (განყოფილებაში) მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია მის სამსახურში (განყოფილებაში) მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗.  სტრუქტურული ერთეულების (მთავარი, უფროსი) სპეციალისტი სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების  (მთავარი, უფროსი) სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები: ა) ასრულებს  უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობს უფროსის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ე) სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია უფროსის წინაშე; ვ) იხილავს  შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში; ზ) ამზადებს და  უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ; თ) ყოველკვარტალურად  უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 8🔗. უფლებამონაცვლეობა 1. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი უფროსი. თავი III          სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები              მუხლი 9🔗. სტრუქტურული ერთეულები და მათი ქვედანაყოფები             სამინისტროს სტრუქტურული  ერთეულები და მათი ქვედანაყოფებია:             1. მინისტრის აპარატი             2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი            ა) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახური. 3. სახაზინო დეპარტამენტი ა) ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების შემოწმების განყოფილება. ბ) ბიუჯეტის ხარჯებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.             4. საბიუჯეტო დეპარტამენტი            ა) ფინანსური და ანალიტიკური პოლიტიკის სამსახური;             ბ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის განყოფილება.             5. ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი             6. სტატისტიკის დეპარტამენტი             7. ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი ა) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახური. 8. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის   სამმართველო 9. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება. 10. შიდა აუდიტის სამსახური. თავი IV მინისტრის  აპარატი მუხლი 10🔗.   მინისტრის აპარატის  ფუნქციები და ამოცანები  მინისტრის აპარატი თავის  ძირითადი  ამოცანებს და ფუნქციებს ასრულებს მინისტრის მთავარი მრჩევლებისა და თანაშემწეების მეშვეობით: ა) მინისტრის სახელზე, მათ შორის, კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. მინისტრის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი სრულყოფილი აღრიცხვა მინისტრის რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მეშვეობით; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება; გ) მინისტრის დავალებათა, მათ შორის სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც; დ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოქალაქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა; ე) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა;   ვ) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა; ზ)  მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება სამსახურებრივ საკითხებზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ი) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; კ) ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანაში დღის მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი, საინფორმაციო მასალების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის მიწოდება; ლ) აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობა; მ)  პროტოკოლის წარმოება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა; თავი V  ადმინისტრაციული დეპარტამენტი მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები ადმინისტრაციული დეპარტამენტი თავის ძირითად  ფუნქციებსა  და ამოცანებს ახორციელებს საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახურის მეშვეობით.  ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული  უზრუნველყოფა, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის  გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა; გ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივად უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება­-დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი; ე) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ვ) სამინისტროს  მუშაობის  ეფექტურობის  ამაღლების  მიზნით, საქმისწარმოების  ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ზ) მინისტრისა და მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება; ი) სამინისტროში სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების  წარდგენა; ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე, სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოში წარდგენა; მ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; ნ) დოკუმენტის მომზადებას არქივში გადასაცემად; სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ო) სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირება და საჯარო ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; პ)  სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ჟ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებითა და განკარგულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; რ) ახალი საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ს) სერვერების ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ტ) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;  უ) პორტალზე ინფორმაციის განთავსება; ვებინტერფეისის კორექტირება. თავი VI სახაზინო დეპარტამენტი მუხლი 12🔗. ხაზინის    ფუნქციები და ამოცანები ხაზინა თავის ძირითად ფუნქციებს და ამოცანებს ახორციელებს ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების შემოწმებისა და ბიუჯეტის ხარჯებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებების მეშვეობით: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა- ანგარიშგება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა, ორგანიზაციული, ეკონომიკური, ფუნქციონალური და დარგობრივი ღონისძიებების კლასიფიკაციის მიხედვით; გ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მისი შემოსულობების და სხვა ფინანსური რესურსების ოპერატიულ მართვას; დ) საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დროებითი საკასო დეფიციტის შესავსებად ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში; ე) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტალური განწერისა და განწერის ცვლილების საფუძველზე, მხარჯავი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი განაწილების შესაბამისად ასიგნებათა დაშვება მხარჯავი დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების დონეზე. ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება და დარეგისტრირება; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის მომზადებაში მონაწილეობა; ზ) კანონმდებლობის  შესაბამისად  ავტონომიური რესპუბლიკის   ბიუჯეტის  შესრულების ყოველთვიური,  კვარტალური  და  წლიური ანგარიშგების ინფორმაციის მომზადება საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად;  თ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება; ი) ხაზინის ფუნქციონირების  სრულყოფის მიზნით პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავება და მინისტრთან წარდგენა;  დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად; კ) ხაზინა უფლებამოსილია წარუდგინოს წინადადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს; მინისტრის სპეციალური ბრძანების საფუძველზე, გახსნას და დახუროს საბანკო დაწესებულებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშები და განსაზღვროს მათი მოქმედების რეჟიმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ლ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ  ვადებში  კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიმართავს  არსებული დარღვევების აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელს; საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენას; მ) საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;         ნ) ბიუჯეტის ხარჯებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილება ახდენს წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავებას და რეგისტრირებას ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; ო) ახდენს წლის განმავლობაში საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული ბიუჯეტის ხარჯების გეგმის ცვლილებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული შიდა გადანაწილების გატარებას;  ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ხაზინაში შემოსული კვარტალური სახელფასო განაცხადების, ვალდებულების დოკუმენტების მიღებას, შემოწმებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას, ვალდებულებათა რეესტრის მომზადებას მინისტრთან წარსადგენად; პ) ახორციელებს მხარჯავი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღებას, შემოწმებას, დარეგისტრირებას, რეესტრის ჩამოყალიბებასა  და გადაგზავნას  გასანაღდებლად; ჟ) წინასწარ გადახდილ სახსრებზე ფაქტობრივი ხარჯის გაწევის შესახებ წერილობითი დამოწმების მიღება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობების დამუშავება; რ) განყოფილება ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; თანხების გადარიცხვას ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშიდან სახსრების მიმღებებზე; ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას;  ყოველი მხარჯავი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კვარტალური და წლიური  ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმების) საფუძველზე, საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად  მონაწილეობს  ნაერთი ბუღალტრული ბალანსის შედგენაში; ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობების (მ.შ. შემოსავლების სახეობების და ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერტების მიხედვით) აღრიცხვა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების, დებულებების და ინსტრუქციების მომზადებას, ტიპობრივი ფორმების შემუშავებას და მათ წარდგენას ხელმძღვანელობისთვის შემდგომი დამტკიცების მიზნით. თავი VII საბიუჯეტო დეპარტამენტი მუხლი 13🔗.    საბიუჯეტო  დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები საბიუჯეტო დეპარტამენტი თავის ძირითად  ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებს ფინანსური და ანალიტიკური პოლიტიკის სამსახურისა და კონსოლიდირებული ბიუჯეტის განყოფილების მეშვეობით: ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით  განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია და განხორციელება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური  ბიუჯეტის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებების წინადადებების მომზადება; საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აღიარებული  პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა; ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით  საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება; ბიუჯეტის ხარჯების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; გ) წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება; დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა.  საბიუჯეტო მაჩვენებლის პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება; ე) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი მხარჯავი დაწესებულებებიდან  პერიოდული (თვე, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშების მიღება; “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (თვე, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება; ვ) წლიური, რესპუბლიკური და ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის მომზადების სამუშაოების კოორდინაცია და მომზადება; სამინისტროებისა და მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური ანგარიშების (ბალანსები და დანართები)  მიღება და ხაზინიდან მოწოდებული ანგარიშგების მონაცემებთან მათი შესაბამისობისა და შედგენის სისწორის შემოწმება; ნაერთი ბალანსის შედგენა;  ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, აგრეთვე მხარჯავი დაწესებულებების საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; თ) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი; “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება; დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება; კ) წლიურ საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში,  კვარტალური განწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება; შესაბამისი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საწარმოო და საფინანსო საქმიანობის მახასიათებელი საგეგმო და საანგარიშო მაჩვენებლების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზის შესრულების ოპერატიული მონაცემების, სტატისტიკური ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისა და შემოწმებების მასალებიდან გამომდინარე,  მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოსალოდნელი შესრულების განსაზღვრა; ლ) დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა  ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება; მ)  შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის დადგენილი წესით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვებისა და  საფინანსო მაჩვენებლების ნაერთ ხარჯთაღრიცხვებთან ან ნაერთ საფინანსო პროგნოზებთან შესაბამისობის შემოწმება, საბიუჯეტო ორგანიზაციათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის, დამტკიცებისა და შესრულების სისწორის შესწავლა და გამოვლენილი ზედმეტი და დაუსაბუთებლად გაზრდილი ასიგნებების  ბიუჯეტიდან  დაფინანსების შემცირება; ნ) მეთოდური დახმარების გაწევა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის  შესწავლა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება; ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ო) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; პ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა; ჟ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;  საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება; რ) სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან; ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ს) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების უზრუნველყოფა; საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება, გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების მომზადება; ტ) პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება. თავი VIII ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი          მუხლი 14🔗.   ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის  ფუნქციები და ამოცანები             ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო უძრავი ქონების ნუსხის სისტემატიურად განახლება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავ-მოძრავი), მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილებისა და აქციების აღრიცხვა და მართვა; გ) კონფლიქტის შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ (პრივატიზება, იჯარა და ა.შ) ინფორმაციის მოპოვება შესაძლებლობის ფარგლებში; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სარგებლობაში და მფლობელობაში არსებული ქონების აღნუსხვა; ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისათვის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის დამუშავება და  მოწოდება; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების (მათ შორის აქციები, წილები, უძრავ-მოძრავი ქონება) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გადაცემისა და განკარგვის, პრივატიზების შესახებ წინადადებების მომზადება და ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საწარმოების ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოს აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების, მათ ბალანსზე რიცხული  ქონების რეალიზების შესახებ საკითხების განხილვა და წინადადებების წარდგენა; თ) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომელიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი  ქონების საჯარო რეესტრში  დარეგისტრირება; ლ) ქონების სარგებლობაში გადმოცემის შემდეგ, უფლებამოსილია, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დაწესებულებებს, რის თაობაზეც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. თავი IX სტატისტიკის დეპარტამენტი მუხლი  15🔗.  სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი  ფუნქციები და ამოცანები სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და სტატისტიკური ინფორმაციით სხვა მომხმარებელთა უზრუნველყოფა; ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტატისტიკური აღრიცხვის საქმიანობის კოორდინაცია; გ) სსიპ – „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ სტატისტიკის სფეროში შემუშავებული ერთიანი პოლიტიკის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) სსიპ – „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა“ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა; ე) აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, შენახვა და გავრცელება; ვ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზაცია. სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა; ზ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით სტატისტიკური დაკვირვების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მინისტრისათვის წარდგენა; თ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა; ი) მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში აქტიური მონაწილეობის მიღება; კ) დადგენილი წესით სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემა; ლ) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომელიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს. თავი X ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი მუხლი 16🔗.  ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი თავის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებს საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით: ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ბ) ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში კომპეტენციის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების პროექტირება და მათი რეალიზების კოორდინაცია; დ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის, ანტიკორუფციული და ეკონომიკური უსაფრთხოების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათ განხორციელებაზე მონიტორინგის გაწევა; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისათვის პრიორიტეტული დარგების განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; ვ) დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში, ფორმირებასა და წარმართვაში მონაწილეობის მიღება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესგაერთიანებებთან  თანამშრომლობა; თ) მეწარმეობის განვითარების მდგომარეობის პერიოდული ანალიზის განხორციელება; ი) ცალკეული დარგებისა და მსხვილი საწარმოების განვითარების პროგრამების, საინოვაციო, საინვესტიციო და რესტრუქტურიზაციის პროექტების შემუშავება; კ) პერიოდულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური სფეროების ფუნქციონირების ძირითადი შედეგების გაანალიზება, პერსპექტული გეგმებისა და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების შესადგენად); ლ) რეგიონებში განსახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებისა და ამ კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. თავი XI. საფინანსო - საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო მუხლი17 .   საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები და  ამოცანები ა) შესყიდვებთან  დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტის შედგენა, აგრეთვე ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და  საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და  საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; დ) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განწერის დროული წარდგენა ხაზინაში რეგისტრაციისათვის; ე) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება; ვ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება; ზ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა; თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა; ი) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა; კ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა; ლ) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და წარდგენა ხაზინაში; მ) წლის განმავლობაში  შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;  ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საბიუჯეტო სახსრების გადატანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხარჯების ანგარიშებს შორის საბიუჯეტო წლის განმავლობაში; პ) საბანკო ოპერაციების წარმართვა. თავი XII იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო მუხლი 18🔗.  იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო თავის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული განყოფილებების მეშვეობით: ა) საჯარო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობის და ატესტაციის ჩატარების საორგანიზაციო უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის პერსონალის მართვისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება (თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების გაფორმება, მოხელეთა წახალისება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება), სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება და რეგისტრაცია, გამრავლება და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკისა და საპენსიო საბუთების გაფორმება; ე) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ვ) სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; თ)  სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ი) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა; კ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში; ლ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი; მ)  სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება. ნ) შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; პ)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს მიერ შემუშავებული ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო  ხასიათის დასკვნების მომზადება; რ) სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთა მომზადება, მათი პირადი საქმეების წარმოება, შიდა სტრუქტურულ ერთეულებში პრაქტიკის გავლის გრაფიკის შედგენა და სასწავლო პრაქტიკის დღიურის წარმოების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დადგენა; სტაჟირების გრაფიკისა და დადგენილ პერიოდში სტაჟიორთა  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასწრების კონტროლი; სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა.