აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2014
ძალის დაკარგვა 17.08.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/16
სარეგისტრაციო კოდი 010240030.33.062.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 11.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს
ბრძანება №01/16
2014 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №01/79 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 31 ოქტომბრის №55 ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი“.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვასილ ხორავა
დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს;
2. სამინისტროს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა, ხოლო პრაქტიკანტთა მიღებას სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას სამინისტროში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც სამინისტროში წარადგენს ამ წესით დადგენილ დოკუმენტებს სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას;
ე) სასწავლო პრაქტიკა - სამინისტროში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ვ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის სასწავლო პრაქტიკას.
თავი II. სტაჟიორად მიღება
მუხლი 3🔗
1. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
მუხლი 4🔗
1. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მინისტრის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
2. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას
გადის მინისტრთან.
3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მინისტრი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
5. სამინისტროში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 ერთეულს.
თავი III. პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 5🔗
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
მუხლი 6🔗
სტუდენტმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) სტუდენტის მოსწრების წიგნაკი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ;
დ) CV, რეზიუმე.
მუხლი 7🔗
გადაწყვეტილებას სტუდენტის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მინისტრი განსაზღრავს პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
თავი IV. სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 8🔗
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს მისთვის საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
მუხლი 9🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა დავალება;
გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
დ) დაიცვას სამინისტროში დაცული და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თავი V. სამინისტროს მოვალეობები სტაჟიორისა და პრაქტიკანტის მიმართ
მუხლი 10🔗
1. სამინისტრო სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი VI. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის სხვა პირობები
მუხლი 11🔗
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლა (სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის დასრულება).
2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
თავი VII. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის დასრულება და სერტიფიკატის გაცემა
მუხლი 12🔗
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის დასრულების შემდგომ სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს მინისტრი სტაჟიორის/პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო სასწავლო პრაქტიკის დადებითად შეფასების შემთხვევაში - ცნობა სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.