საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2014
ძალაში შესვლა 04.04.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
matsne.gov.ge 1,039 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2014 მიღება
04.04.2014 ძალაში შესვლა
09.01.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
რიგითი № ფორმის დასახელება
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ექსკლუზიური ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-65 2014 წლის 20 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-14 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის N89 დადგენილებით დამტკიცებული „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე,   ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2). მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია დანართი №1 საქართველო სურსათის ეროვნული სააგენტო ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობა N000000 1. ლიცენზიის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო   ნომერი:________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 2. საწარმოს მისამართი: __________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 3. პრეპარატის სავაჭრო დასახელება: _______________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 4. აქტიური საწყისის დასახელება  და რაოდენობრივი შემცველობა: ______________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 5. აქტიური შტამის მიღება (გამრავლება) ან მიკრობული სინთეზის პროდუქტის მიღება, მიკრობიოლოგიური საშუალების პრეპარატული ფორმის დამზადება და დაფასოება, მცენარეული ექსტრაქტის მიღება და დაფასოება: ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 6. ლიცენზიის გაცემის თარიღი: __________________________________________ ________________________________________________________________________________________ 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა: უვადო                                                                                                             _________________________                                                                                                                  უფლებამოსილი პირი                                                                                                             ________________________                                                                                                                         (ხელმოწერა)                                                                                                                                        ბ.ა.     დანართი №2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების  სალიცენზიო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. მოწმობის რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) მოწმობის გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მოწმობის დამზადება 1. მოწმობის დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მუხლი 3🔗. მოწმობის აღრიცხვა და შენახვა 1. მოწმობის აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო. 2. მოწმობის აღრიცხვა ხორციელდება ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი N3). 3. მოწმობა ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან. 4. მოწმობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. სათავსო, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. მუხლი 4🔗. მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალი მოწმობის  გაცემა უნდა აღირიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.    ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში “შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი). დასაშვებია რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისი ელექტრონული ვერსიის წარმოება, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. რეგისტრაციის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. კალენდარული წლის ბოლოს ჟურნალში მოწმობის რეგისტრაციის შემდეგ პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული მოწმობის დასახელების და საერთო რაოდენობის შესახებ. ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 10. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗. მოწმობის გაცემის პროცედურები 1. მოწმობას, აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, განცხადების საფუძველზე, გადასცემს მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს. 2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი მოწმობის მიღების ფაქტს ადასტურებს მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით. მუხლი 6🔗. მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. გაცემული მოწმობის  დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მოწმობის  დუბლიკატი. 2. მოწმობის დუბლიკატის მისაღებად მოწმობის (ლიცენზიის) მფლობელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება; ბ) მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმევა შტამპი აღნიშვნით ”დუბლიკატი”. მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ რეესტრში მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 7🔗. მოწმობის შევსება 1. მოწმობის შევსება ხდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობის ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მოწმობის შემვსები ადგენს მოწმობის ჩამოწერის აქტს (დანართი N4) მოწმობის გაუქმების მიზეზის მითითებით. 3. მოწმობა ივსება 2 პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს, მეორე გადაეცემა ლიცენზიის მაძიებელს. 4. შევსებული მოწმობის რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის ჟურნალში. 5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი. მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მოწმობის დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ექსკლუზიური ნუმერაცია იწერება რეგისტრაციის ჟურნალში. 4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. მოწმობის შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლი სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3 ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალი რიგითი № ფორმის დასახელება რეგისტრა ციის ნომერი რეგისტრა ციის თარიღი ფორმის კატეგორია ოქმის ნომერი სამართალ სუბიექტის რეკვიზიტები შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 დანართი №4 გამოსაყენებლად უვარგისი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი “-----”  “-----------------------” 20 წელი № ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ექსკლუზიური ნომერი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის მიზეზი 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს. ხელმძღვანელი:                                       /---------------/ მკაცრი აღრიცხვის ფორმების  გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:                             /---------------/