საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №376
2012 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს 2012 წლის 16-18 მარტს თბილისში გასამართი – ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება 310 000 (სამას ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური