დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №380
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) 115 000 (ას თხუთმეტი ათასი) ლარი – ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
ბ) 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი – რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავმყოფი მემორიალის გახსნასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური