„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№533
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.029.016194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №533

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/04/2013 010240030.22.029.016050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,“

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6.   საქმისწარმოების   სამმართველოს,   რომლის   სტრუქტურული   ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება, ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  სამინისტროში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროში შემოსული პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების, მთავრობის სხდომის ოქმების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ შემსრულებლებისთვის გადაცემა;

გ) სამინისტროდან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მოქალაქეებთან გასაგზავნი წერილების რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე   ადრესატისათვის სასწრაფოდ გადასაცემი წერილის ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა, რაც ხორციელდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე;

დ) გაგზავნილი წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში შემსრულებლის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე;

ე) სამინისტროში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების რეგისტრაცია;

ვ) შემოსული წერილების  და განცხადებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და მისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა;

ზ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება;

თ) რეზოლუციებით დაბრუნებული წერილების შემსრულებლებისათვის გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში;

ი) სამინისტროს შიდა მიმოწერის უზრუნველყოფა: მოხსენებითი ბარათებისა და სამსახურებრივი ბარათების რეგისტრაცია;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და შემსრულებლებამდე დაყვანა;

ლ) დევნილთა საკითხების და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტების მიერ გაცემული ცნობების რეგისტრაცია;

მ) სამინისტროს კორესპონდენციის საარქივო წარმოება; საჭიროების შემთხვევაში არქივიდან დოკუმენტების გაცემა და მათზე პასუხისმგებლობა;

ნ) სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოქალაქეებზე დაშვებული საშვების გაცემა;

ო) მოქალაქეთათვის კომპეტენციის ფარგლებში ახსნა-განმარტების მიცემა;

პ) პერიოდულად ანალიზის გაკეთება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე;

ჟ) ქალაქისა   და შიდა სატელეფონო ნომრებზე   სამინისტროს ბენეფიციარებისგან და მოქალაქეებისგან     შემოსული სატელეფონო     მომართვების მიღება, აღრიცხვა, დარეგისტრირება და შესაბამისი კონსულტაცია.       საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების მიზნით, შემოსულ შეტყობინებაზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ინფორმაციის მიწოდება;

რ) სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე info@mra.gov.ge შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა, შიდა მოხმარების რეესტრის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის რეაგირებისათვის გადაცემა;

ს) სამინისტროს ვებ-გვერდზე ონლაინ კონსულტაციისა (chat-ი) და ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის უზრუნველყოფა;

ტ) ცხელ  ხაზზე   შემოსული   ზარებისა   და   სამინისტროს   ელექტრონულ   ფოსტაზე შემოსული წერილების პერიოდული დეტალური სტატისტიკა.

უ) სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე