⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2014)
გაუქმებულია:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2014
ძალის დაკარგვა 13.08.2014
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 260 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2014 მიღება
13.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2014 წლის 14 მარტი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის   მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   შესაბამისად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები, თანახმად დანართისა. მუხლი 3🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 5🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 6🔗  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე დანართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის ფარი გადაკვეთილია სამ ნაწილად. ცენტრალური ზურმუხტის ველი ფარის სიმაღლის ½-ის ტოლია. ზურმუხტის ველი, მის ზემოთ არსებული ლაჟვარდის ველისგან გამოყოფილია ტალღისებურად. ლაჟვარდის ველი ფარის სიმაღლის ¼-ის ტოლია. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებზე მოთავსებულია ოქროს ფიგურა: სვეტი, რომელიც ბოლოვდება ჯვრით, და მწოლიარე ლომი, რომელსაც მარჯვენა თათით უპყრია მახვილი.  ლაჟვარიდის ველის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი მნათობი. ქვედა სევადის ველი წარმოადგენს გერბის სიმაღლის ¼-ს და გადაკვეთილია სამი ვერცხლის ტალღისებური სარტყლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ოზურგეთი“. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის ქსოვილი ვერტიკალურად გაყოფილია ორ ტოლ, ლაჟვარდისა და ზურმუხტის ველებად. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 3/5-ის ტოლია. დროშის პროპორცია: 2/3.