საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016803
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2014
matsne.gov.ge 129 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №418 2014 წლის 13 მარტი ქ. თბილისი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს მიეცეს თანხმობა, რომ მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. N6, ) I სართულზე მდებარე 77.45 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: 01.15.05.064.009), 1 (ერთი) წლის ვადით, წლიური სარგებლობის საფასურით 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, იჯარით გადასცეს, ინდივიდუალურ მეწარმეს „ეველინა კოჩაძეს“(საიდენტიფიკაციო კოდი 01017022483), სასადილოს განთავსების მიზნით. პრემიერ-მინისტრი                                                                    ი. ღარიბაშვილი