„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№424
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016763
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №424

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ -საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს მე- 5პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ამბულატორიების სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფინანსება 24 300 (ოცდაოთხი ათას სამასი) ლარის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელოს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან .“.

პრემიერ-მინისტრი    ი . ღარიბაშვილი