ნ. ხადურისათვის შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №428
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ხადურისათვის შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წელს სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონის განაკვეთების დადგენის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი