⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.109.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 497 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2014 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 ქ. მარტვილში
2 მარტვილის  მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფელში
3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 ტყის მიწები  (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით)
6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2014 წლის 17 მარტი ქ. მარტვილი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლების პირველი პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  21 მარტის №10 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.109.016079). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. მუხლი 5🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:    ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;     ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;     გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;     დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა  საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 3’ ნაწილით გათვალისწინებული  შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით)  1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 19.00 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 15.00 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)  76.00 4 საკარმიდამო 76 5  ტყის მიწები  (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) 38.00 6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) 3.00 მუხლი 5🔗 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ მარტვილში, მის  თემებში და სოფელში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში: № მარტვილის მუნიციპალიტეტი ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1 მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ​2-ზე (3X4 ) 1 ქ. მარტვილში 0,6 0,24 0,144 2 მარტვილის  მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფელში 0,45 0,24 0,108 მუხლი 6🔗  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ​1“ და ,,ჰ​2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.