მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.03.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 17 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი
მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №11 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016080).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი
მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მუხლი 1🔗
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარი;
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის - 5 (ხუთი) ლარი;
გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.
მუხლი 2🔗
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტს 1,5 ლარისა;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
მუხლი 3🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 500 ლარი;
ზ)თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3000 ლარი;
თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.