ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.017850
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| 2.1 | „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა წრის გაფართოება. |
| 2.3 | „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურ პირებს უკავშირდება. |
| 2.4 | „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ინფორმაციის დაცვასა და გაცემას უკავშირდება. |
| 2.5 | „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების სრულყოფა, რომლებიც უჩვეულო გარიგებას უკავშირდება. |
| 2.6 | „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ფიქტიურ ბანკებს უკავშირდება. |
| 2.7 | საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარმომდგენზე დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების შეზღუდვა. |
| 2.8 | საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლის უზრუნველყოფა. |
| 2.9 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანის/გატანის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა. |
| 3.3 | უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის განსაზღვრული სანქციების რეჟიმის შემდგომი სრულყოფა. |
| 3.5 | უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი უწყებების შესაბამისი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. |
| 3.6 | უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ უწყებათა შორის თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება. |
| 4.1 | მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება ან/და უკვე არსებულის დახვეწა. |
| 4.2 | მონიტორინგის განმახორციელებელი პირების შესაბამისი ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად. |
| 4.3 | მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების საკითხებზე უკუკავშირის შემდგომი სრულყოფა. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №236
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია
(2014 – 2017 წწ.)
შესავალი
ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულების, წინააღმდეგ ბრძოლა და მათი პრევენცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შემუშავებულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) 40 რეკომენდაციის გათვალისწინებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოში არსებული სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით. სტრატეგია შემუშავებულია 2014-2017 წლებისთვის. სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და მისი ეტაპობრივი იმპლემენტაციის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შესაძლებელია ტექსტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური სისტემის მიმოხილვა
საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემა არსებობის ათ წელს ითვლის. ამჟამად მოქმედი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი 2003 წლის 6 ივნისს იქნა მიღებული და ძალაშია 2004 წლის 1 იანვრიდან. სწორედ აღნიშნული კანონი წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ეროვნული სისტემის მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს. კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების გამოვლენასა და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმებს.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგენენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში; განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდების წესსა და პირობებს; ითვალისწინებენ ვალდებულებებს ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ და უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებს.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 25 ნოემბერს შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ცალკე დებულებებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თაობაზე. კანონი განსაზღვრავს კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებებს.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემა. კანონით დადგენილია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანოები. კერძოდ:
საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმსა და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის;
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატებისათვის.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმებისათვის.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანო მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისგან იღებს, აანალიზებს და დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, გადასცემს სათანადო ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახდენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კრიმინალიზაციას, ასევე, მასში მოცემულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატი დანაშაულები. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კრიმინალიზაციის მიზნებისათვის, პრედიკატს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაული. მითითებული დანაშაულები სრულად მოიცავს ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის მიერ განსაზღვრულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატებს.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში განხორციელდა რიგი ცვლილებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების ფართო და სრულყოფილ კრიმინალიზაციას. აღნიშნულის შედეგად, მითითებული დანაშაულების კრიმინალიზაცია დღეისათვის სრულად შეესაბამება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს.
ზემოხსენებული დანაშაულების კრიმინალიზაციასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს ქონების ჩამორთმევის სისხლისსამართლებრივ მექანიზმს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქონების ჩამორთმევის მითითებული მექანიზმი (საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლი) ითვალისწინებს დანაშაულის საგნის, იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონების ჩამორთმევის მოცემული მექანიზმი ასევე მოიცავს დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტურ ქონებას.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოპერატიულ ღონისძიებებს და მათი ჩატარების წესებს, რომლებიც გამოიყენება დანაშაულების, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავი (თავი XLIV1) ადგენს - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის და დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის სამოქალაქოსამართლებრივ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ამ დროს, ქონების ჩამორთმევის სისხლისსამართლებრივი მექანიზმისგან განსხვავებით, ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან მიმართებაში ხდება მტკიცების ტვირთის ცვლილება და უშუალოდ მოპასუხე მხარეს ეკისრება ქონების კანონიერი წარმომავლობის დასაბუთების ვალდებულება.
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის და განაჩენის აღსრულების პროცედურებს.
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან. აღნიშნული თანამშრომლობა ხორციელდება, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიება განეკუთვნება საქართველოს მთავარი პროკურატურის კომპეტენციას, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ტერორისტულ დანაშაულებს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეებს. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ასევე, ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება ტარდება საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფების მიერ.
სტრატეგიის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
სტრატეგიის ძირითადი მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ეროვნული სისტემის ფორმირება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციას, მათი რაოდენობის კლებას და მათ დროულ გამოვლენას.
ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე
სტრატეგიის აღნიშნული მიმართულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით ქვეყანაში არსებული რისკების იდენტიფიცირებას და ამ დანაშაულების პრევენციის მიზნით რისკზე დამყარებული პოლიტიკის განსაზღვრას გულისხმობს. კერძოდ, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით შემუშავდება ზოგადი, სექტორული და თემატური რისკების ამსახველი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მოხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების ეფექტიანი განაწილება. რისკების შეფასების დოკუმენტით გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, განხორციელდება სხვადასხვა სექტორებში საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფო ზედამხედველობის პოლიტიკით განსაზღვრული მექანიზმების გადასინჯვა ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი მექანიზმების დანერგვა.
საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
წარმოდგენილი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემდგომი სრულყოფა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და შესაბამისი კონვენციების მოთხოვნებს ეყრდნობა. თუმცა, მთელი რიგი მიმართულებებით აუცილებელია ზემოაღნიშნული სტანდარტების შემდგომი იმპლემენტაციის პროცესის გაგრძელება, რასაც მიზნად ისახავს სტრატეგია და მასზე თანდართული სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით, სათანადო ცვლილებების განხორციელება. ასევე, დაგეგმილია ინსტიტუციონალური სისტემის შემდგომი სრულყოფა. გათვალისწინებულია პრევენციული კანონმდებლობის განვრცობა ზოგიერთ პროფესიასა თუ საქმიანობაზე, რომლებიც მოწყვლადია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერება
სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემის გაძლიერება. ამ მიმართულებით პრიორიტეტულია: საზედამხედველო ორგანოების შესაბამისი ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით გაძლიერება; ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მეთოდოლოგიისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონმდებლობის გაცნობის მიზნით, პერმანენტული ტრენინგების ორგანიზება საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით საზედამხედველო ორგანოების, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღჭურვა ყველა იმ მექანიზმით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია მათზე დაკისრებული ამოცანების ეფექტური რეალიზაციისთვის.
ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება
წინამდებარე სტრატეგიის მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფო და თვითმმარეგულირებელი ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლობის, ასევე, მათი უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით პრიორიტეტულია ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და ადგილობრივი თანამშრომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე, სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკული რეალიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფა.
მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ეს შეეხება იმ სფეროებს, სადაც მაღალია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკი
სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საკანონმდებლო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაგრძელდეს მუშაობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავებაზე, მათთვის შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებაზე.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფა
სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე უფლებამოსილი პირებისათვის შესაბამისი ტრენინგების პერიოდული ორგანიზება.
დასკვნა - სტრატეგიის იმპლემენტაცია
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიას თან ერთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და შესრულების ვადებს. წინამდებარე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობას უზრუნველყოფს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სფეროში მოქმედი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით ფორმირებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარ ამოცანას ასევე წარმოადგენს სტრატეგიის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა
მიზანი №1
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.
ამოცანა
ღონისძიება
ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი1
ვადა
შენიშვნა
1.1
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მხრივ საქართველოში არსებული ზოგადი, სექტორული და თემატური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება რისკზე დამყარებული ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის და რესურსების ადეკვატური გამოყენების მიზნით.
(1) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ და მის მიღმა არსებულ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზიაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ამსახველი დოკუმენტის მომზადება და პერიოდული განახლება.
(2) რისკების შეფასების დოკუმენტით იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და სისუსტეების აღმოფხვრის ან/და შემცირების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფო ზედამხედველობის პოლიტიკაში ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება ან/და არსებულის სრულყოფა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავარი პროკურატურა
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
2014-2017
მიზანი №2
საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ამოცანა
ღონისძიება
ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ვადა
შენიშვნა
2.1
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა წრის გაფართოება.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომელთა მიხედვით საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერები მონიტორინგის განმახორციელებელი პირები გახდებიან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.2
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა მიერ კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესების შემდგომი სრულყოფა.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფს:
(1) კლიენტის საქმიანობის არსისა და მმართველობის სტრუქტურის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და დანიშნულების გარკვევას;
(2) რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენებას ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად;
(3) მესამე პირის/შუამავლის მომსახურებით სარგებლობის წესების სრულყოფას ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.3
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურ პირებს უკავშირდება.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომელთა საფუძველზე პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებული ნორმების მოქმედება საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.4
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ინფორმაციის დაცვასა და გაცემას უკავშირდება.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებული წესების შესაბამისობაში მოყვანას ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მეოთხე რაუნდის ანგარიშის რეკომენდაციებთან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.5
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების სრულყოფა, რომლებიც უჩვეულო გარიგებას უკავშირდება.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომლებიც უჩვეულო გარიგების ცნებაში მოაქცევს გარიგების შემადგენელ ნაწილს (მათ შორის, ოპერაციათა სქემას), რომელსაც არა აქვს აშკარა ეკონომიკური შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.6
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების შემდგომი სრულყოფა, რომლებიც ფიქტიურ ბანკებს უკავშირდება.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომლებიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირისგან მოითხოვს იმის გარკვევას, უშვებს თუ არა რესპონდენტი, ფინანსური ინსტიტუტი ფიქტიური ბანკების მიერ მისი ანგარიშების გამოყენებას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
2014-2015
2.7
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარმომდგენზე დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების შეზღუდვა.
„ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება, რომლებიც ინსტრუმენტს „ჩეკი წარმომდგენზე“ გააუქმებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი
2015
2.8
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლის უზრუნველყოფა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მომზადება, რომელთა საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებისთვის შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებზე ზედამხედველობას რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი
2014
2.9
საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანის/გატანის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა.
(1) საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადება, რომლებიც დეკლარირების გვერდის ავლით ნაღდი ფულის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანის/გატანისას კომპეტენტურ ორგანოს/პირს მიანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ინფორმაცია ქონების წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ.
(2) საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადება, რომლებიც დეკლარირების გვერდის ავლით ნაღდი ფულის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანის/გატანის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას, კომპეტენტურ ორგანოს/პირს მიანიჭებს უფლებას, გონივრული ვადით შეაჩეროს ქონება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტის დადგენის მიზნით.
(3) შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რომლებიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოტანის/გატანის წესების დარღვევისთვის სანქციათა ეფექტიან რეჟიმს უზრუნველყოფს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2014-2017
2014-2017
2014-2017
2.10
არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა.
არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადება, რომლებიც შესაბამის გარიგებებზე ინფორმაციისა და დოკუმენტების შენახვის, აგრეთვე, ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სანქციათა ეფექტიან რეჟიმს უზრუნველყოფს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2014-2017
2.11
ძვირფას ქვებთან, ძვირფას ლითონებსა და მათ ნაწარმთან, აგრეთვე, ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
ძვირფას ქვებთან, ძვირფას ლითონებსა და მათ ნაწარმთან, აგრეთვე, ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების მომზადება ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2014-2017
2.12
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება ან/და არსებულის სრულყოფა.
(1) ადვოკატების და საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის მარეგულირებელი დებულებების მიღება.
(2) საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება ან/და არსებულის შემდგომი სრულყოფა.
(3) საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერების მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვისას გადამხდელის შესახებ თანმხლები ინფორმაციის არსებობის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებაში შესაბამისი ვალდებულების განსაზღვრა ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების, აგრეთვე, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 15 ნოემბრის რეგულაციით (EC) N1781/2006 განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
2014-2015
2015
2014
მიზანი №3
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების მიზნით, სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ამოცანა
ღონისძიება
ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ვადა
შენიშვნა
3.1
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებზე რისკზე დამყარებული ზედამხედველობის არსებული მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.
(1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება.
(2) „საქართველოს ეროვნული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისობაში მოყვანა რისკზე დამყარებული ზედამხედველობის მეთოდურ სახელმძღვანელოსთან.
(3) რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების სახელმძღვანელოების შემდგომი სრულყოფა.
(4) რისკზე დამყარებული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების რისკის პროფილის განმსაზღვრელი მატრიცის შემუშავება.
(5) ძვირფას ქვებთან, ძვირფას ლითონებთან, მათ ნაწარმსა და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, აგრეთვე, არაკომერციულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემ პირებსა და სალიზინგო კომპანიებზე რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პოლიტიკის, მათ შორის, აღსრულების მეთოდოლოგიის, ინფორმაციაზე დროული წვდომის მექანიზმებისა და შემოწმების ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
(6) სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებელთა საქმიანობაზე რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პოლიტიკის, მათ შორის, აღსრულების მეთოდოლოგიის, ინფორმაციაზე დროული წვდომის მექანიზმებისა და შემოწმების ეფექტიანი პროცედურების, შემუშავება და დანერგვა.
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
2014-2015
2016
2015-2016
2014-2015
2014-2015
2014-2017
3.2
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებზე დისტანციური ზედამხედველობისა და მათი ადგილზე შემოწმების მექანიზმების გაუმჯობესება.
(1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და სპეციალური ინსპექტირების დეპარტამენტის დისტანციური ზედამხედველობის მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება.
(2) სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და სპეციალური ინსპექტირების დეპარტამენტის დონეზე შესაბამისი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების მიზნით.
(3) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისათვის შესაბამისი სტატისტიკური და ფინანსური ინფორმაციის ამსახველი ანგარიშგების ფორმების დანერგვა.
(4) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციების შემდგომი სრულყოფა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეული ფინანსური მომსახურების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის მიზნით.
(5) საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილზე შემოწმების მეთოდური სახელმძღვანელოების შესაბამისობაში მოყვანა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან.
(6) საგადახდო მომსახურების (ელექტრონული ფულის) პროვადირების ადგილზე შემოწმების შესახებ მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება.
(7) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების პროცესის შემდგომი სრულყოფა, მათ შორის, თემატური შემოწმების გზით.
(8) სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციების შემდგომი სრულყოფა ინფორმაციის შენახვასა და სისტემატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით.
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
2014–2016
2014–2015
2014 –2015
2016
2014-2015
2015
2014-2017
2014-2015
3.3
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის განსაზღვრული სანქციების რეჟიმის შემდგომი სრულყოფა.
(1) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც შესაბამისი ოდენობის ფულად ჯარიმას განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
(2) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ფულადი ჯარიმების გამოყენების თაობაზე არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან.
(3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც სანქციათა ეფექტიან რეჟიმს განსაზღვრავს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
(4) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემდგომი სრულყოფა, რომელიც სანქციათა რეჟიმს განსაზღვრავს სადაზღვევო კომპანიების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
2014-2015
2016–2017
2014-2017
2014-2015
3.4
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი სახელმწიფო უწყებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული დამუშავების, ანალიზისა და შემდგომი რეაგირების პროცესის გაუმჯობესება.
(1) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი გაუმჯობესება და შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვა.
(2) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური დამუშავების მარეგულირებელი პროცედურების შემდგომი სრულყოფა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
2014-2017
2014-2017
3.5
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი უწყებების შესაბამისი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებისა და მეთოდლოგიის გაცნობის, აგრეთვე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების, მათ შორის, პრედიკატულ დანაშაულთა, საქმეების გამოძიების სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილებისა და თანამედროვე ტიპოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შესაბამისი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების, მათ შორის, მოსამართლეებისთვის, პერიოდული ტრენინგების ჩატარება, აგრეთვე, საერთაშორისო სემინარებსა და ტრენინგებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
2014-2017
3.6
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ უწყებათა შორის თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება.
ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
2014-2015
3.7
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ეფექტიანობის შეფასება.
(1) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ამსახველი სტატისტიკის პერიოდული გამოქვეყნება.
(2) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის ანალიზი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
2014-2017
მიზანი №4
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობა.
ამოცანა
ღონისძიება
ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ვადა
შენიშვნა
4.1
მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება ან/და უკვე არსებულის დახვეწა.
(1) საეჭვო და უჩვეულო გარიგებების გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ინდიკატორების განსაზღვრა ან/და არსებულის შემდგომი სრულყოფა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.
(2) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის განკუთვნილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების მეთოდური სახელმძღვანელოს შემდგომი სრულყოფა ისეთი სარისკო ფინანსური პროდუქტების, სერვისებისა და კლიენტების ჩამონათვალის განსაზღვრის მიზნით, რომლებიც დამატებით, დეტალურ ანალიზს საჭიროებს.
3) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება დისტანციური ფინანსური პროდუქტების გამოყენების შესახებ.
4) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ კლიენტის პროფილის შექმნის საკითხებზე მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება.
(5) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ინფორმაციის შენახვის საკითხებზე მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
2014-2017
2014
2015-2016
2014
2015
4.2
მონიტორინგის განმახორციელებელი პირების შესაბამისი ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად.
ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიის, აგრეთვე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოები
2014-2017
4.3
მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების საკითხებზე უკუკავშირის შემდგომი სრულყოფა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა მათ მიერ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2014-2017
მიზანი №5
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.
ამოცანა
ღონისძიება
ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ვადა
შენიშვნა
5.1
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი უწყებების თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება უცხო ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან.
(1) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ეგმონტის ჯგუფის წევრ უცხო ქვეყნების ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელ უწყებებთან.
(2) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უცხო ქვეყნების სადაზღვევო სექტორზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებებთან.
(3) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უცხო ქვეყნების შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან.
(4) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
(5) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2014-2017
2014-2017
2015-2017
2014-2017
2014-2017
1 სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტების მიღებაზე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი.