ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.017851
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- იარაღის შესახებ 08.05.2003
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- იარაღის შესახებ საქართველოს კანონი „ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული "
დოკუმენტის ტექსტი
ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2014 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
1. ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი (დანართი №1).
2. იარაღის ჩამორთმევის ოქმი (დანართი №2).
3. იარაღის დაბრუნების ოქმი (დანართი №3).
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის აქტი (დანართი №4).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს:
ა) ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესსა და პირობებს;
ბ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს;
გ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესსა და პირობებს;
დ) ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის წესსა და პირობებს;
ე) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს;
ვ) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს.
2. აღნიშნული წესი ეხება იმ იარაღებს:
ა) რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია მომსახურების სააგენტოში;
ბ) რომლებსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის საფუძველია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა.
მუხლი 2🔗. იარაღის ჩამორთმევის წესი
1. მოძალადისთვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვაზე, აგრეთვე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევაზე და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო):
ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში;
ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური, დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში.
2. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, რომლებშიც არ მოქმედებს საპატრულო პოლიციის იურისდიქცია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური.
3. სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში ჩამორთმეული, პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვაზე და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ჩამორთმევაზე უფლებამოსილ პირს, ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
5. იარაღის ჩამორთმევის შემთხვევაში, დგება იარაღის ჩამორთმევის ოქმი, №2 დანართის შესაბამისად, ხოლო მისი დაბრუნების შემთხვევაში – იარაღის დაბრუნების ოქმი, №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. პირად საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული იარაღის შენახვის წესი და პირობები
1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩამორთმეული იარაღის სათანადოდ შენახვა, რისთვისაც იგი ჩამორთმეულ იარაღს ინახავს სპეციალურ სათავსში, დალუქული სახით.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.
3. უფლებამოსილი პირი ჩამორთმეულ იარაღს ინახავს:
ა) მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადით;
ბ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე;
გ) ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იარაღის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანამდე.
მუხლი 4🔗. პირად საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული იარაღის დაბრუნების წესი და პირობები
1. იარაღის ჩამორთმევის საფუძვლების გაუქმების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიბრუნოს ჩამორთმეული იარაღი. ამ მიზნით, მან უფლებამოსილ პირთან უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის ჩამორთმევის საფუძვლის გაუქმების/აღმოფხვრის ფაქტს;
გ) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იარაღის მფლობელს იმავდროულად აქვს აღნიშნული იარაღის ტარების უფლება).
2. ჩამორთმეული იარაღის მესაკუთრისთვის დაბრუნების დროს დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
3. იარაღის დაბრუნების ოქმზე სავალდებულოა იარაღის მესაკუთრის/მფლობელის ხელმოწერა.
4. იარაღის დაბრუნების შემთხვევაში, იარაღზე დადებულ ლუქს ხსნის ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც უზრუნველყო მისი შენახვა.
მუხლი 5🔗. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები
1. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა ხორციელდება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის საფუძველზე.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი.
3. ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი უნდა გადაეცეს იმ ორგანოს, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანოსთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის შემთხვევაში, დგება შესაბამისი აქტი, №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესი და პირობები
1. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობები შეიძლება განისაზღვროს შემაკავებელი ორდერით.
2. შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი პირის მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოძალადის სამსახურის სპეციფიკა.
3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შემაკავებელ ორდერში კეთდება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ. აღნიშნული კატეგორიის იარაღის შეზღუდულად სარგებლობის კონკრეტულ პირობებს კი განსაზღვრავს მოძალადის უშუალო უფროსი, ოჯახში ძალადობის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესების გათვალისწინებით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნის საფუძველია შემაკავებელი ორდერის გაუქმება ან მისი პირობების შეცვლა.
5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოძალადეს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. ოქმების აღრიცხვა და სამინისტროს დანაყოფებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა
1. უფლებამოსილი პირების მიერ ამ წესის შესაბამისად შედგენილი ოქმები და აქტები შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით, შედგენიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, უნდა აისახოს სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომაც განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ოქმები და აქტები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ინახება შესაბამის სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად.
3. ამ დადგენილებით დამტკიცებული ოქმები და აქტები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა წარმოება, ინახება შესაბამის ადმინისტრაციული სამართლის საქმისწარმოების მასალებთან ერთად.
4. თუ ამ დადგენილებით დამტკიცებულ ოქმებთან და აქტებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს ამ მუხლით მითითებული სამართალწარმოება, ისინი შესანახად ეგზავნება შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის კანცელარიას (საერთო განყოფილება) 10 წლის ვადით.
დანართი №2
იარაღის ჩამორთმევის ოქმი
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის ადგილი
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის დრო
3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მესაკუთრის/მფლობელის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი
4._______________________________________________________________________________
ჩამორთმეული იარაღის სტატუსი, ტიპი, სერია და ნომერი, აგრეთვე, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში)
5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მჭიდის და ვაზნის რაოდენობა
6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იმ ორგანოს სახელწოდება, რომელმაც იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი (არსებობის შემთხვევაში)
7.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა (არსებობის შემთხვევაში)
8._______________________________________________________________________________
იარაღის ჩამორთმევაზე უფლებამოსილი პირის (პირები) სახელი, გვარი და თანამდებობა
9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მესაკუთრის/მფლობელის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმის (თუ არის) ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა; მოწმის არარსებობის შემთხვევაში, ამავე გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი
11. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: აღნიშნული ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი გადაეცემა მესაკუთრეს/მფლობელს (მისი სურვილის შემთხვევაში), ხოლო მეორე რჩება უფლებამოსილ პირს.
დანართი №3
იარაღის დაბრუნების ოქმი
1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის ადგილი
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის დრო
3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მესაკუთრის/მფლობელის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი
4._______________________________________________________________________________
დასაბრუნებელი იარაღის ტიპი, სერია, ნომერი და რეგისტრაციის ნომერი
5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მჭიდის და ვაზნის რაოდენობა
6.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის დაბრუნების საფუძველი
7.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის დაბრუნებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა
8.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იმ ორგანოს დასახელება და მისამართი, რომელმაც უზრუნველყო ჩამორთმეული იარაღის შენახვა
9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მიმღების შენიშვნა მისთვის ჩაბარებული იარაღის მდგომარეობაზე
10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მიმღების ხელმოწერა
11. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
შენიშვნა: აღნიშნული ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი გადაეცემა იარაღის მიმღებს, ხოლო მეორე, როგორც წესი, რჩება იარაღის შენახვაზე უფლებამოსილ დანაყოფს.
დანართი №4
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის აქტი
1. ––––––––––––––––––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის დრო იარაღის გადაცემის დრო
3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იმ ორგანოს სახელწოდება, რომელსაც გადაეცა ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის მჭიდის და ვაზნის რაოდენობა
5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოძალადის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი
6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი
7._______________________________________________________________________________
გადაცემული იარაღის ტიპი, სერია და ნომერი
8.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იარაღის ჩამორთმევის საფუძველი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა)
9._______________________________________________________________________________
იარაღის მიმღების სახელი, გვარი და თანამდებობა
––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
10.______________________________________________________________________________
იარაღის გადაცემაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა
––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
შენიშვნა: აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგანც ერთი გადაეცემა იმ ორგანოს, რომელმაც ჩამორთმეულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო მეორე რჩება უფლებამოსილ პირს (შესაბამისი დანაყოფი).