შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №233
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017857
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2014
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების მომსახურება |
| 2 | პროგრამული უზრუნველყოფა |
| 3 | საინფორმაციო მომსახურება |
| 4 | ტუმბოებისა და ძრავების რემონტი |
| 5 | ტრანსფორმატორების რემონტი/შეკეთება |
| 6 | ქლორის, ჟანგბადის და თხევადი გაზის ბალონების/კონტეინერების დამუხტვა |
| 7 | ავტომანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება |
| 8 | ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება |
| 9 | ნებართვებისა და სპეცფორმების აღება |
| 10 | თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება |
| 11 | საპროექტო მომსახურება |
| 12 | სანოტარო მომსახურება |
| 13 | აუდიტორული მომსახურება |
| 14 | საექსპერტო მომსახურება |
| 15 | საკონსულტაციო მომსახურება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №233
2014 წლის 18 მარტი
ქ.თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოამზადოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით ,,საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების განახლებული პროექტი.
მუხლი 3🔗
დადგენილება მოქმედებს 2014 წლის 1 მარტიდან და ძალაშია 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
თ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქონებას;
ი) გამარტივებული შესყიდვა - შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
კ) კომისია – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ უფლება-მოვალეობები
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ დააბრკოლებს კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელებას.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
2. დაუშვებელია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.
3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალება
1. შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 250 000 ლარს გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ - ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ამ წესის დანართით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა (საქონელი N20) და ავტომანქანებისა და სპეცტექნიკის მომსახურების (მომსახურება N7) შესყიდვასთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე, თუ შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 500 000 ლარს;
გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
ე) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
3. გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს კომისია. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვა, აგრეთვე კომისიის გარეშე, შესაძლებელია, განახორციელოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მიერ უფლებამოსილმა პირ(ებ)მა, ამასთან, თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შესყიდვების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თვეში 10 000 (ათი ათასი) ლარს.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვას ახორციელებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისია შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას ხელმძღვანელობს შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურების ბაზარზე არსებული ფასის გათვალისწინებითა და სახსრების რაციონალურად ხარჯვის პრინციპის დაცვით.
მუხლი 8🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით:
ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;
ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურების შესყიდვის დროს;
გ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვის დროს, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;
დ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესის გამოყენებით.
3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი.
4. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), და
ბ) შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 150 000 ლარს.
5. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია, თუ შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 150 000 ლარს.
6. შესყიდვის შესახებ წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
გ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
დ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ე) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
ვ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები;
ი) ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძველი.
7. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. ცვლილების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
ლითონის ნაწარმი
2
ლაბორატორიული აღჭურვილობა და ქიმიური რეაქტივები
3
არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
4
სამეურნეო საქონელი
5
კაბელები, ელ. მავთულები, სადენები და მათი აქსესუარები
6
ელექტრო საქონელი
7
მზომი ხელსაწყოები
8
ყუთები და კარადები
9
ტუმბოები და ელ ძრავები
10
საკისრები
11
სხვადასხვა სახის მილები
12
მილების სხვადასხვა დამხმარე ნაწილები
13
მილების ფასონური ნაწილები/ფიტინგები
14
ლუკებისა და ჭების ელემენტები/დეტალები
15
სამშენებლო მასალები
16
სპეცტექნიკა/სპეცმანქანები
17
შესადუღებელი აპარატები და ნაწილები
18
მრიცხველები
19
ავტოგაზი
20
ავსატრანსპორტო საშუალებების ნაწილები
21
გენერატორები
22
ზეთები და საცხებ საპოხი მასალები
23
შეშა, ნახშირი, ღუმელი
24
ინერტული მასალები
25
ავტომანქანის რეცხვის ტალონები
26
მზა შენობები/საცხოვრებელი ვაგონები
27
ელექტრო-მექანიკური ხელსაწყოები
№
მომსახურების დასახელება
1
კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების მომსახურება
2
პროგრამული უზრუნველყოფა
3
საინფორმაციო მომსახურება
4
ტუმბოებისა და ძრავების რემონტი
5
ტრანსფორმატორების რემონტი/შეკეთება
6
ქლორის, ჟანგბადის და თხევადი გაზის ბალონების/კონტეინერების დამუხტვა
7
ავტომანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება
8
ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება
9
ნებართვებისა და სპეცფორმების აღება
10
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება
11
საპროექტო მომსახურება
12
სანოტარო მომსახურება
13
აუდიტორული მომსახურება
14
საექსპერტო მომსახურება
15
საკონსულტაციო მომსახურება
16
რუკების დაბეჭდვა
17
ავტომანქანების დაზღვევა
18
კავშირგაბმულობა (შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო, მობილური, ინტერნეტი, ფაქსი)
19
ფოსტა
20
სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა და დიზაინი)
21
ელექტრო მასალების შეცვლა
22
სასმელი წყლის ან/და წყალარინების მილების და სისტემის შეკეთება-აღდგენა
23
ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
24
ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟი
25
ელ. ენერგიის გადამცემი ხაზების და გაყვანილობის მონტაჟი
26
აღრიცხვის კვანძის მოწყობა/გადატანა
27
უსაფრთხოების სისტემების დაყენება
28
ჭაბურღილების მოწყობა
29
ლითონის კონტეინერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
30
ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
31
წყლის საფილტრავი, გაუსნებოვნების ან/და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი
32
წყლის პომპის/შედუღების აპარატის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
33
ჩამდინარე წყლების გატარება / ჩამდინარე წყლების გატარების მომსახურება