სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1925
2012 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებს მიეცეთ სოციალური ჭრის განხორციელების უფლება და გამოეყოთ 48 მ³ ხე‑ტყე , კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი