უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2014
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.017860
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- იარაღის შესახებ 08.05.2003
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- იარაღის შესახებ საქართველოს კანონი „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტების დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა "
დოკუმენტის ტექსტი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №239
2014 წლის 18 მარტი
ქ.თბილისი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის
წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 24‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის თანახმად, ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 2🔗
უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ, მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის მიზნით, დაუყოვნებლივ ეცნობება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
მუხლი 3🔗
მოსალოდნელი ვიზიტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წერილობით შეტყობინებას იღებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
მუხლი 4🔗
დოკუმენტში, რომლითაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ იღებს შეტყობინებას, როგორც წესი, აღინიშნება:
ა) იმ პირის (პირების) შესახებ (ვინაობა, თანამდებობრივი მდგომარეობა და/ან დიპლომატიური რანგი), რომელიც ვიზიტად უნდა ეწვიოს საქართველოს;
ბ) ვიზიტის შესაძლო ხანგრძლივობა;
გ) ვიზიტორის თანმხლებ შეიარაღებულ პირთა რაოდენობა და ვინაობა, მათზე განპიროვნებული იარაღის მონაცემების (სახეობა, სატაბელო-ინდივიდუალური ნომერი, კალიბრი და ვაზნების რაოდენობა) მითითებით;
დ) კავშირგაბმულობისა და სხვა სპეციალური საშუალებების ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლითაც აღჭურვილნი იქნებიან ვიზიტორთა თანმხლები პირები.
მუხლი 5🔗
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გაცემული ნებართვის შესახებ წერილობით შეტყობინებას ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემებით აგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მუხლი 6🔗
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტებისას მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვების გაცემის ფორმას განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
მუხლი 7🔗
ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული ნებართვის შესაბამისი პირისათვის (პირებისათვის) გადაცემას.
მუხლი 8🔗
ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილმა სამსახურებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით გათვალისწინებულ პირს (პირებს) მისცენ მითითებული იარაღითა და საბრძოლო მასალით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის, შეუფერხებელი გადაადგილებისა და ქვეყნიდან გასვლის საშუალება.
მუხლი 9🔗
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნებართვას გასცემს მხოლოდ ვიზიტის ხანგრძლივობის ვადით. ნებართვა ძალადაკარგულად ითვლება საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისთანავე.
მუხლი 10🔗
ვიზიტის გაგრძელების შემთხვევაში, ნებართვის მოქმედება გრძელდება ვიზიტის დასრულებამდე.
მუხლი 11🔗
უცხო სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ და მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების შემთხვევებზე ვრცელდება იარაღის გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 12🔗
ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.