საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №464
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ორი სტაციონარული რენტგენო‑სკანერისა და ერთი მოძრავი რენტგენო‑სკანერის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავლებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური