განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლი ს 18 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
მოვალე - შპს „გუდვილი“(ს.კ 206343991)
დირექტორი - ბესიკ ჯიქურაული
წარმომადგენლები: 1. ლაშა ნოდია;
2. დავით გლუნჩაძე;
3. თეა ზაალიშვილი;
4. ნინო გელაშვილი.
რეაბილიტაციის მმართველი - კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია)
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გუდვილის“გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დამტკიცებული იქნა კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია).
2014 წლის 17 თებერვლის კრედიტორთა კრების განჩინებით კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტი რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 თებერვალს განცხადებით მომართა კრედიტორის სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა გიორგი ბათლიძემ და მოითხოვა რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომლებიც მთლიანობაში არ იქნა დაკმაყოფილებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. დადგენილ ვადაში სს „თიბისი ბანკის“წარმომადგენლის გიორგი ბათლიძის მიერ შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2014 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1.
კრედიტორთა კრებას არ ესწრებოდა კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51 %.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით. მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
ამავე მუხლის მეათე ნაწილის შესაბამისად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების საკითხის განხილვა;
1.2. რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი