„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №87 |
|
2014 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, N172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“. 2. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. 2014 წლის 1 აგვისტოდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto- ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით. 4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა 2014 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სსა-ის მოდელების (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2014 წლის 1 აგვისტოდან ჩაითვალოს დაკარგულად, მიენიჭოს დაკარგულის სტატუსი და გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|