საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №245
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017865
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №245
2014 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული
ცენტრის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 2🔗
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
1. განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.
2. უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 3🔗
ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი